Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიციის შეხვედრა წინანდალში – „ვისაუბრეთ სოციალურ საკითხებზე, მარტო ჩვენ არ ვართ, ბევრნი არიან, მკვლევარები, ექსპერტები “ – ხატია დეკანოიძე

მარშალ პრესი 16/07/2023
შეხვედრა

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები წინანდალში შეხვედრაზე იმყოფებიან. არაფორმალურ გარემოში გადაღებული საერთო ფოტო კახეთიდან, პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტები“ წევრმა ხატია დეკანოიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა აღწერით – „შეხვედრა წინანდალში“

როგორც Facebook პოსტიდან ირკვევა, შეხვედრის მონაწილეებს შორის ასევე არიან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა, ოპოზიციონერი დეპუტატები – ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია, ტარიელ ნაკაიძე, პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი, პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი, „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი და ასევე, მედიაპლატფორმა RealPolitika-ს მთავარი რედაქტორი ზაზა აბაშიძე.

ერთ-ერთ ფოტოში ასევე ჩანს „კოკა-კოლას“ მფლობელი, ბიზნესმენი თემურ ჭყონია.

Newshub.ge დაინტერესდა, რა არის შეხვედრის მიზანი და რა თემებზე მსჯელობენ მისი მონაწილეები.

როგორც ჩვენთან საუბარში ხატია დეკანოიძე განმარტავს, ეს არის სამუშაო შეხვედრა, რომელიც სოციალურ საკითხებს შეეხება. დეკანოიძის თქმით, ის არ შეეხება წინასაარჩევნო თემებს და არაპოლიტიკურია.

„სამუშაო შეხვედრაა სხვადასხვა სოციალურ საკითხზე. მარტო ჩვენ არ ვართ. ბევრნი არიან, მკვლევარები, ექსპერტები…“, – აცხადებს ხატია დეკანოიძე და სხვა დეტალებზე არ საუბრობს.

Newshub შეხვედრის სხვა მონაწილეებსაც დაუკავშირდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ჩვენს კითხვას მოუცლელობის მიზეზით არ უპასუხა – „არ მცალია, კონფერენციაზე ვარ“, – თქვა მან. სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს დანარჩენი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. შეხვედრა სავარაუდოდ, დღესაც გრძელდება.

Post navigation

Previous: საგარეჯოში ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
Next: ეკა სეფაშვილი: პოლონელი ექიმის ეს სამარცხვინო საქციელი ემსახურება იმას, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დადგმული 600 დღიანის სპექტაკლს ჰქონდეს გაგრძელება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.