Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

„მთის დღეებს“ შოვმა უმასპინძლა. ფოტოგალერეა

მარშალ პრესი 16/07/2023
2

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით “მთის დღეებს” შოვმა უმასპინძლა. რაჭაში „მთის დღეების” ღონისძიების გახსნას, პრემიერ-მინისტრი დაესწრო. პროგრამა გასართობ და მუსიკალურ ღონისძიებებსა და სპორტულ შეჯიბრებებს მოიცავდა. ცნობილმა მზარეულებმა, კი ტრადიციული კერძები მოამზადეს.

ფესტივალის ფარგლებში მთის ერთგულებისთვის და მთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ტყის მცველები დააჯილდოვეს.

“მთის დღეები” საქართველოს მთავრობის და უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მეორე წელია იმართება. ფესტივალის ფარგლებში შეფებმა – ლევან კობიაშვილმა და დიმიტრი შარაშიძემ კულინარიული მასტერკლასი ჩაატარეს. სტუმრები გაეცნენ მთის ხინკლის ისტორიას, საფესტივალო სივრცეში გამოფენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა, ეთნოგრაფიული შემეცნებითი კუთხე.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყო სპორტული აქტივობები და შემეცნებითი ტურები.

შოვში, “მთის დღეების” მუსიკალურ პროგრამაში მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი მუსიკალური ჯგუფები და მომღერლები, როგორებიც არიან: დიჯეი Levi Love Disco, ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი, მარიამ გალოგრე, ნინი ასილიანი.

საღამოს კოცონთან შეკრებილ სტუმრებს ნიკა წულუკიძემ, გელა დონაძემ და კვარტეტმა უმასპინძლა.

Post navigation

Previous: იმერეთში მთის დღე აღინიშნა. ფოტოგალერეა
Next: შალვა პაპუაშვილმა ზუგდიდში, ტექნოლოგიურ პარკში ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.