Skip to content
14/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უცხოეთი

ემანუელ მაკრონი მეორედ აირჩიეს საფრანგეთის პრეზიდენტად

მარშალ პრესი 25/04/2022
ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების დათვლის შედეგად, ემანუელ მაკრონს უბნებზე მისული ამომრჩეველთა 58,5 პროცენტმა დაუჭირა მხარი. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემებით, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენს ხმების 41,4 პროცენტი აქვს.

საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს 18 მილიონზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა, მარინ ლე პენმა კი 13 მილიონზე მეტი ხმა მიიღო.

არჩევნებზე აქტივობა 65 პროცენტი იყო.

ემანუელ მაკრონი საფრანგეთს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

Post navigation

Previous: ლევან, როგორ გაბედე? – იცოდე, მე დანდობა არ ვიცი – თაკო ჩარკვიანი ხაბეიშვილს (ვიდეო)
Next: გულშეღონებული გუბაზ სანიკიძე (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.