ამნისტიის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით კახა კუჭავას წინადადება ჩვენთვის მისაღებია – ლევან იოსელიანი

333
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

კახა კუჭავას კონკრეტული წინადადება აქვს, რაც ჩვენთვის მისაღებია. ყოველ შემთხვევაში, იმ ფორმით, რაც წარმოადგინა, განსახილველია, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული წინადადება ყურადღებას იმსახურებს.

„ეს ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს. შეთანხმება ახლა ვერ შედგა, მაგრამ მეორე მოსმენაზე დაგიბრუნდებით. ლოგიკური და გამართული წინადადებაა, რომელიც ორივე მხარის ინტერესს აკმაყოფილებს. შეთანხმების რესურსი არსებობს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავს.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება