Skip to content
15/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

პრემიერ-მინისტრი ნიკორწმინდის ეპისკოპოს ვახტანგს შეხვდა

მარშალ პრესი 15/07/2023
ღარიბაშილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლესთან, ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესში, ბარაკონის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურს ნიკორწმინდის ეპისკოპოსმა ვახტანგმა უმასპინძლა.

„ნიკორწმინდის ეპისკოპოსმა პრემიერ-მინისტრი დალოცა და წარმატებები უსურვა.

პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა
Next: ჩვენ არ გვინახავს სააკაშვილის მიმართ განხორციელებული სასჯელი უკრაინაში, თუნდაც ჯარიმის სახით. მათ აქეთ აქვთ პასუხი გასაცემი – როგორ მოხდა სააკაშვილის საქართველოში შემოჭრა არჩევნების წინა დღეს – ამირან სალუქვაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.