Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავარი ამოცანაა მშვიდობის შენარჩუნება, ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარება და რაც მთავარია, ქვეყანა უნდა გავიყვანოთ სამშვიდობოს, ჩვენს ხალხს სჭირდება მშვიდობა, განვითარება

მარშალ პრესი 15/07/2023
ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი მთავარი ამოცანა არის მშვიდობის შენარჩუნება, განვითარება,სწრაფი განვითარება ჩვენი ქვეყნის და რაც მთავარია ჩვენი ქვეყანა უნდა გავიყვანოთ სამშვიდობოს, ჩვენს ხალხს სჭირდება მშვიდობა, განვითარება. აი, რაც ხდება რეგიონებში: სამუშაო ადგილები, ეკონომიკური ზრდა, კეთილდღეობა. ეს არის ჩვენთვის მთავარი, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, – 2012 წელს სიღარიბის დონე საქართველოში იყო თითქმის 30 პროცენტზე მეტი, მინიმუმ 30 პროცენტი, დღეს კი სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა.

„მაგალითს გეტყვით კიდევ ერთხელ, მე მინდა რამდენიმე ინდიკატორი მოვიყვანო მაგალითისთვის, რომ აი, შედარებისთვის – 2012 წელს სიღარიბის დონე საქართველოში იყო თითქმის, 30%-ზე მეტი, მინიმუმ 30% იყო. დღეს გვაქვს სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზე. 15,6% არის ისტორიული მინიმუმი, ეს არის სიღარიბის დონის მაჩვენებელი, ასევე, უმუშევრობის მაჩვენებელი დაახლოებით, 17% არის და ესეც არის ისტორიული მინიმუმი. ჩემი პრემიერ მინისტრობის დროს, ბოლო პერიოდში, 200 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ზედიზედ გვაქვს ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: „ქართული ოცნების“ დმანისის ორგანიზაციას დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი უხელმძღვანელებს
Next: დავით ქართველიშვილი ზელენსკის: როდესაც სააკაშვილის გათავისუფლებაზე საერთაშორისო კონფერენციისთვის ემზადები და უმაღლეს დონეზე გვარამიას უწყობ მიღებას, ჩვენი მხრიდან რომელ მხარდაჭერაზეა საუბარი?!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.