Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: შარშან დავიწყეთ მთის დღეების აღნიშვნა და ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია, რომელიც ემსახურება მთის და მთაში მცხოვრები მოქალაქეების დაფასებას

მარშალ პრესი 15/07/2023
ირაკლი ღარიბაშვილი

შარშან დავიწყეთ მთის დღეების აღნიშვნა. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია, რომელიც ემსახურება მთის და მთაში მცხოვრები მოქალაქეების დაფასებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

„მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად ძალიან რთული გამოწვევებისა, რომელიც შექმნილია მთელ რეგიონში უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ჩვენს ქვეყანაში შევინარჩუნეთ მშვიდობა და სტაბილურობა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ გვახარებს ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრი ტურისტი ეწვია უკვე საქართველოს და ვიზიტორების რაოდენობა იზრდება დღითიდღე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაფართოოთ ეს სამუშაოები, გავზარდოთ მასშტაბი. წელს ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, როგორებიცაა ანაკლიის პროექტი, ახალი აეროპორტის პროექტირებაზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და სხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები. შარშან დავიწყეთ მთის დღეების აღნიშვნა. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია, რომელიც ემსახურება მთის და მთაში მცხოვრები მოქალაქეების დაფასებას. მინდა მადლობა გადავუხადო მათ. ჩვენთვის მთა ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველწლიურად სხვადასხვა ლოკაციაზე გავმართავთ მთის დღეებს. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ტრადიციაა“, – აცხადებს ღარიბაშვილი.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი: მოხდა სამარცხვინო და შემაშფოთებელი ფაქტი და პოლონელმა ექიმებმა თავადვე მოახდინეს ამ პროცესის დისკრედიტაცია, როცა დამალეს ის ნიმუშები, რომელიც აიღეს ოფიციალურად
Next: ირაკლი ღარიბაშვილი პოლონელ ექიმზე: დრო გვაჩვენებს – რა იდგა ნიმუშების დამალვის იდეის უკან, მაგრამ ჩვენ არავის აღარ მივცემთ უფლებას და საშუალებას, რომ ამ საკითხით დააბნიონ საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობა შეიყვანონ შეცდომაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.