
21 წლამდე ევროპის ჩემპიონატი მართლაც უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული, რისთვისაც მადლობა ეკუთვნის როგორც საქართველოს მთავრობას, ასევე ფეხბურთის ფედერაციას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
„21 წლამდე ევროპის ჩემპიონატი მართლაც უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული, რისთვისაც მადლობა ეკუთვნის როგორც საქართველოს მთავრობას, ასევე ფეხბურთის ფედერაციას. აბსოლუტურად ყველა სტუმარი, როგორც უეფას წარმომადგენლები, ასევე კონკრეტული ფედერაციების წარმომადგენლები, მწვრთნელები, ფეხბურთელები – აბსოლუტურად ყველა აღნიშნავდა, რომ ინფრასტრუქტურა, მასპინძლობა, სპორტული მინდვრები და სპორტული განწყობა იყო უმაღლეს დონეზე“, – აცხადებს კობახიძე.
უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს უეფა-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.