Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ უნდა მოვისმინოთ განმარტებები. მათ შორის, პოლონეთის ხელისუფლების მხრიდანაც – ექიმების ჩამოსვლა საქართველოში მათი ინიციატივა იყო

მარშალ პრესი 15/07/2023
ირაკლი კობახიძე

ჩვენ უნდა მოვისმინოთ განმარტებები. მათ შორის, პოლონეთის ხელისუფლების მხრიდანაც. როგორც ვიცი, მათი ინიციატივა იყო, ექიმების ჩამოსვლა საქართველოში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ექსპერტული გადმოსახედიდან, მხოლოდ გაყალბებისთვის გამოიყენო ის ნიმუშები, რომელიც ფარულად წამოიღო ერთ-ერთმა ექიმმა. რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ უნდა მოვისმინოთ განმარტებები. მათ შორის, პოლონეთის ხელისუფლების მხრიდანაც. როგორც ვიცი, მათი ინიციატივა იყო, ამ ექიმების ჩამოსვლა საქართველოში. მათ დასჭირდებათ ოფიციალური განმარტების წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მოხდა? რა მოხდა? ეს აშკარად, სერიოზულ მოკვლევას საჭიროებს. ვხედავთ, იყო მანიპულაციის მცდელობა. სხვა მიზნით ეს ნიმუშები როგორ უნდა გამოიყენო, უბრალოდ არ ვიცი“, – განაცხადა კობახიძემ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: ლისზე ცეცხლი არავისთვის წაუკიდებიათ, 7-8 მარტს კი მოძალადეებმა ლამის გადაწვეს რუსთაველის გამზირი – ქრონოლოგიურად, ჯერ უნდა იყოს სათანადოდ გამოძიებული 7-8 მარტის ძალადობა
Next: ირაკლი კობახიძე: სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ მეგობრულ დამოკიდებულებას უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ჩვენი მხრიდან დარჩება ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.