Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი კელი დეგნანზე: დიპლომატიური მისიის ფუნქციას არ წარმოადგენს, ქართულ მართლმსაჯულებას მიუთითოს, ვინ დაიჭიროს, ვინ არ დაიჭიროს და ვის რამდენი მიუსაჯოს

მარშალ პრესი 15/07/2023
შალვა პაპუაშვილი

დიპლომატიური მისიის ფუნქციას არ წარმოადგენს, ქართულ მართლმსაჯულებას მიუთითოს, ვინ დაიჭიროს, ვინ არ დაიჭიროს, ვის რამდენი მიუსაჯოს და ასე შემდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

იგი მართლმსაჯულებაზე აშშ-ის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა, რომ ვიდეოზე ასახული ყველა ადამიანი უნდა დაისაჯოს და პასუხისგებაში მიეცეს.

„რა თქმა უნდა, ეს არ არის ელჩის ფუნქცია, რომ მითითებებს აძლევდეს შს სამინისტროს სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, ვინ უნდა დაიჭირონ და ვინ – არა. ამისთვის არსებობს ჩვენი შესაბამისი უწყებები, რომლებიც ასეთ საკითხებზე სათანადოდ რეაგირებენ.

სამწუხაროდ, მითითებები მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე მეორდება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. ეს არ წარმოადგენს დიპლომატიური მისიის ფუნქციას, რომ ქართულ მართლმსაჯულებას მიუთითოს, ვინ დაიჭიროს, ვინ არ დაიჭიროს, ვის რამდენი მიუსაჯოს და ასე შემდეგ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: შალვა პაპუაშვილი: თუკი ევროკავშირს არ სურს რუსეთის მოქალაქეების მიღება, სრული შესაძლებლობა აქვთ, არ გასცენ ვიზები
Next: ირაკლი კობახიძე: ლისზე ცეცხლი არავისთვის წაუკიდებიათ, 7-8 მარტს კი მოძალადეებმა ლამის გადაწვეს რუსთაველის გამზირი – ქრონოლოგიურად, ჯერ უნდა იყოს სათანადოდ გამოძიებული 7-8 მარტის ძალადობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.