Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ქვეყანა ყველანაირად მზად არის ნატოს წევრობისთვის. საუბარი იმაზე, რომ თითქოს რაღაც რეფორმებია გასატარებელი, ეს არის უბრალოდ საბაბის ძიება

მარშალ პრესი 15/07/2023
შალვა პაპუაშვილი

დარჩენილია მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნების პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენი ჯარი სრულად არის თავსებადი ნატოს სტანდარტებთან. ქართული სახელმწიფო და ინსტიტუტები აბსოლუტურად აკმაყოფილებენ ყველა სტანდარტს. აიღეთ ნებისმიერი შეფასება და ნახავთ, რომ საქართველო ნატოს 5-6-7 წევრ ქვეყანას უსწრებს სხვადასხვა პარამეტრით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„თავისთავად, ჩვენ დიდი მოლოდინი არ გვქონდა ნატოს სამიტისგან, მთავარი ყურადღება გამახვილებული იყო უკრაინაზე. ვნახეთ, რომ, სამწუხაროდ, თავად უკრაინა უკმაყოფილოა იმ შედეგით, რაც სამიტიდან წაიღეს. მეორე მხრივ, გასაგებია ნატოს წევრი ქვეყნების სიფრთხილეც. ვნახოთ, მთავარია, რომ ისინი თავად ჩამოყალიბდნენ. რაც შეეხება საქართველოს, მე არაერთხელ ვთქვი, რომ ჩვენი ქვეყანა ყველანაირად მზად არის ნატოს წევრობისთვის. საუბარი იმაზე, რომ თითქოს რაღაც რეფორმებია გასატარებელი, ეს არის უბრალოდ საბაბის ძიება, რათა გამართლდეს ის, რომ ნატო მზად არაა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად. დარჩენილია მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნების პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენი ჯარი სრულად არის თავსებადი ნატოს სტანდარტებთან. ქართული სახელმწიფო და ინსტიტუტები აბსოლუტურად აკმაყოფილებენ ყველა სტანდარტს. აიღეთ ნებისმიერი შეფასება და ნახავთ, რომ საქართველო ნატოს 5-6-7 წევრ ქვეყანას უსწრებს სხვადასხვა პარამეტრით“, – აცხადებს პაპუაშვილი.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრმა ლენტეხში მჟავე წყლის განახლებული ტერიტორია დაათვალიერა
Next: შალვა პაპუაშვილი: თუკი ევროკავშირს არ სურს რუსეთის მოქალაქეების მიღება, სრული შესაძლებლობა აქვთ, არ გასცენ ვიზები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.