Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ჯერ უნდა იყოს გამოძიებული 7-8 მარტის ძალადობა, შემდეგ მოვა ლისზე მომხდარი მოვლენების გამოძიების დრო, ლისზე ცეცხლი არავისთვის წაუკიდებიათ

მარშალ პრესი 15/07/2023
ირაკლი კობახიძე4

გამოძიება ყველაფერს ჭირდება, თუ სადმე რაიმე დანაშაულია ჩადენილი, მაგრამ ქრონოლოგიურად, გამოძიება ჯერ 7-8 მარტის ძალადობას უწევს. ჯერ სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული 7-8 მარტის ძალადობა, საჭიროა შესაბამისი ადამიანების ბოლომდე პასუხისგებაში მიცემა და ამის მერე მოვა ალბათ დრო, ლისზე მომხდარი მოვლენები იქნას გამოძიებული, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ძალადობა 7-8 მარტს ბევრად უხეში ფორმით იყო გამოხატული.

„7-8 მარტსაც იყო უამრავი ფაქტი, მათ შორის, ადამიანებზე ძალადობის ფაქტები, რაც ძალიან მძიმეა. ცეცხლი არავისთვის წაუკიდებიათ ლისზე. ცეცხლი წაუკიდეს 7-8 მარტს მოძალადეებმა, ვანდალიზმი იყო ათასნაირი, რუსთაველი ლამის გადაწვეს. პარლამენტის შენობაში იჭრებოდნენ. რუსთაველის თეატრს მიახატეს რაღაც ათასი სიბინძურე. ეს ხდებოდა 7-8 მარტს. ლისზე ამის ნახევარიც კი არაფერი მომხდარა. ძალადობა ბევრად უხეში ფორმით იყო გამოხატული 7-8 მარტს. ამიტომ, ჯერ ყველამ უნდა მოიკითხოს 7-8 მარტის მოძალადეების, ძალადობის საკითხი, მერე ყველაფერი დანარჩენი. 7-8 მარტს რაც მოხდა იგივე რომ მოხდეს, ამ დროს რას ვაკეთებთ?! ხარისხობრივად რომ შევადაროთ ლისის ძალადობა და 7-8 მარტის ძალადობა, შედარებაც არ არის. 5-ჯერ ნაკლები იყო ძალადობა ლისზე იმასთან შედარებით, რაც იყო 7-8 მარტს. ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი. თუ ორმაგ სტანდარტზეა საუბარი მე არ მახსენდება, კონკრეტული ადამიანების განცხადებები 7-8 მარტის ძალადობასთან დაკავშირებით, არც დაგმობა და არც არაფერი. პირიქით, იყო წამახალისებელი განცხადებები ძალადობის გარშემო. ჩვენ დავგმეთ ყველა ძალადობა, მათ შორის ლისზე მომხდარი ძალადობაც. ეს ჩვენგან ითქვა, მაგრამ 7-8 მარტს როცა ხდებოდა ვანდალიზმი, ძალადობა, სამარცხვინოდ იქცეოდნენ ადამიანები, პირიქით, აქებდნენ ამ ადამიანებს. ორმაგი სტანდარტი არის მიუღებელი. ჩვენ გვაქვს ერთმაგი სტანდარტი ძალადობასთან მიმართებით, ყოველთვის ვგმობთ, ნებისმიერი ტიპის ძალადობას, განსხვავებით ჩვენი ოპონენტებისგან და მათი პატრონებისგან. ორმაგი სტანდარტი ახასიათებთ ჩვენს ოპონენტებს.

ლისზე იყო ხალხის მასა, მაქსიმუმს აკეთებდა შსს, მაგრამ რაღაც რაოდენობის იქით ბუნებრივია, რთულია ადამიანების შეკავება. ისევე, როგორც 7-8 მარტს. ანალოგიური პროპორციული ძალა იქნა გამოყენებული 7-8 მარტსაც. მაშინ ამის წინააღმდეგ გამოდიოდნენ კონკრეტული სუბიექტები, პოლიტიკოსები, „ენჯეოები“. ახლა ითხოვდნენ არაპროპორციული ძალის გამოყენებას. შსს მოქმედებს პროპორციულობის პრინციპის მიხედვით ყველა შემთხვევაში, როგორც 7-8 მარტს, ასევე ლისზე“, – განაცხადა კობახიძემ.

Post navigation

Previous: ლევან ნიკოლეიშვილი: უმადური და უსინდისო ხალხია დღეს უკრაინის მთავრობაში, ქართველი ელჩი, რომელსაც ომის დროს ერთი წამით არ დაუტოვებია უკრაინა, კიევიდან გამოაძევეს, სამაგიეროდ, პატივით ხვდებიან კრიმინალ გვარამიას
Next: შალვა პაპუაშვილი: მივიღე 44 ევროპარლამენტარის მიერ გამოგზავნილი წერილი, წავიკითხე და, სამწუხაროდ, ვერცერთი ბოდიში ვერ ამოვიკითხე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.