Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

პროკურატურამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

მარშალ პრესი 15/07/2023
პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 13 ივლისს, ბათუმში, ბრალდებულმა ჟურნალისტური საქმიანობის შეწყვეტის მიზნით ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის მიმართ ძალადობა განახორციელა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძალადობა) და 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

Post navigation

Previous: ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის 95 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა
Next: ირაკლი კობახიძე – მიზეზი, რის გამოც პოლონელმა ექიმმა მიხეილ სააკაშვილის ნიმუში სამედიცინო დაწესებულებიდან ფარულად გამოიტანა, შესაძლოა, გაყალბების და მანიპულაციის მცდელობა იყოს – პოლონეთის ხელისუფლებისგან განმარტებები უნდა მოვისმინოთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.