Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

სასამართლომ ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის სამ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

მარშალ პრესი 15/07/2023
სასამართლო

საქალაქო სასამართლომ ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის სამ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე გირაოს სანაცვლოდ დაკავებულების განთავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

გამოძიების ცნობით, ,,ქურდული სამყაროს“ წევრები, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერების აქტიური ჩართულობით გარჩევებს აწყობდნენ, მოქალაქეებს შორის არსებულ ქონებრივ დავებს იხილავდნენ, მხარეების ქმედებებს აფასებდნენ და მატერიალური სარგებლის გადაცემას ითხოვდნენ. დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Post navigation

Previous: ჩვენ ვართ ქვეყანაში აბსოლუტური უმრავლესობა – მიხეილ სააკაშვილი
Next: ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის 95 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.