Skip to content
22/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საოცრებაა, არჩევნების შედეგების გამყალბებელი ISFED-ი ახალგაზრდებთან შეხვედრებს მართავს “არჩევნების ჭრილში დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ

მარშალ პრესი 14/07/2023
ამირან სალუქვაძე

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ორგანიზებით ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრას ეხმიანება, სადაც შეხვედრის ძირითადი თემა იყო სოციალურ მედიაში წარმოებული პროპაგანდისტული კამპანიები, საინფორმაციო მანიპულაციები და არჩევნების ჭრილში დეზინფორმაციის გავრცელება.

როგორც სალუქვაძე წერს, ბოდიშიც არ მოუხდიათ გაყალბების გამო. ამათ ვის რა უნდა წაუკითხონ?! არჩევნებს ვინც აყალბებს, ევროპულობას რა სინდისით იბრალებენ?

“საოცრებაა. არჩევნების შედეგების გამყალბებელი ISFED-ი, რომელმაც პარალელური დათვლა გააყალბა, ახალგაზრდებთან შეხვედრებს მართავს “არჩევნების ჭრილში დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ.”

ბოდიშიც არ მოუხდიათ გაყალბების გამო. არადა, ამათი ყალბი დათვლის თანახმად არჩევნების შედეგებს აპროტესტებდა ოპოზიცია. რევოლუციური სცენარის ნაწილი იყო.
ამათ ვის რა უნდა წაუკითხონ?!

ამათ დამაბრალეს ანტი-ევროპული პროპაგანდა, ეს მართლა ანტი-ევროპულები. არჩევნებს ვინც აყალბებს, ევროპულობას რა სინდისით იბრალებენ? ახლა ალბათ გაყალბების ახალ ტექნოლოგიებს ამუშავებენ, მაგრამ დათვლას ვერ მოასწრებენ, ამოურტყამენ ქვითარს”- წერს სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: დიდუბის რაიონის გამგეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის პარალელურად, ასფალტის მოწესრიგების სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს
Next: „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში დასრულდა.

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.