Skip to content
22/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როდესაც არსებობს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ სააკაშვილმა უნდა იკვებოს და სასჯელი მოიხადოს და შენ მაინც ითხოვ ის გავიდეს ციხიდან, ეს ნიშნავს, რომ შენი მიზანი არის არა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვა, არამედ ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებაა

მარშალ პრესი 14/07/2023
გურამ მაჭარაშვილი

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი, ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა 44 ევროპარლამენტარის გამოქვეყნებულ წერილს, სადაც ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ მიხეილ სააკაშვილის ევროკავშირის რომელი ქვეყანაში გადაყვანას.

მაჭარაშვილის თქმით, ევროპარლამენტარების ეს წერილი არის, იმ სასამართლოს გადაწყვეტილების გადახევა ყველა იმ მოსამართლისთვის, რომელმაც თქვა, რომ პატიმარი სააკაშვილი არ უნდა წავიდეს საქართველოდან და არ უნდა გავიდეს ციხიდან.

„მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ უკვე ქართულ პოლიტიკაში ვარ, მაშინ უცხოეთში რა უნდა? თუ პოლიტიკაშია, რატომ უნდა უცხოეთში წასვლა? ეს კითხვა ევროპარლამენტარებთანაც გვაქვს, ადამიანი რომლის მიმართ უკვე არსებობს საერთაშორისო სასამართლო გადაწყვეტილება, რომ მან უნდა იკვებოს და სასჯელი მოიხადოს. შენ მაინც ამ სასამართლოს გადაწყვეტილებას გადაახევ ყველა იმ მოსამართლეს, რომელმაც თქვა, რომ პატიმარი სააკაშვილი არ უნდა წავიდეს საქართველოდან და არ უნდა გავიდეს ციხიდან. მაგრამ შენ მაინც ითხოვ ის გავიდეს ციხიდან. ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ შენი მიზანი არაა, არც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვა, არამედ შენი მიზანია ის, რომ აქ როგორმე გამოაცოცხლო პოლარიზება. ამას ემსახურებოდა, მათ შორის, გვარამიას გათავისუფლებაც“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: უმაღლეს რადაში დარეგისტრირდა სალომე ზურაბიშვილისა და ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტების მისამართით მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესახებ მიმართვის პროექტი
Next: დიდუბის რაიონის გამგეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის პარალელურად, ასფალტის მოწესრიგების სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.