Skip to content
22/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპარლამენტის 705 დეპუტატიდან როგორც ჩანს, სააკაშვილზე მხოლოდ 44 შესტკივა გული. მათი პოლიტიკური თავხედობა ზღვარს გადადის”

მარშალ პრესი 14/07/2023
თამარ ჩიბურდანიძე

„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში, 44 ევროპარლამენტარის გამოქვეყნებულ წერილს გამოეხმაურა, სადაც ისინი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში.

როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, ეს 44 ევროპარლამენტი თავად ანადგურებს ევროპის იმიჯს საქართველოში.

„ევროპარლამენტის 705 დეპუტატიდან სააკაშვილზე როგორც ჩანს, მხოლოდ 44-ს შესტკივა გული. როდესაც ქვეყნის ხელისუფლებას ასეთი მოთხოვნით მიმართავ, დეპუტატთა რაოდენობა მინიმუმ მესამედი მაინც უნდა იყოს. ეს ევროპელებს ჩვენგან არ ესწავლებათ, თუმცა, დეზინფორმაციისთვის 44-იც საკმარისია.

როდესაც ევროპელებს ასეთ პოლიტიკურ თავხედობაში ვამხელთ, ჩვენზე ამბობენ, რომ ანტიდასავლურ რიტორიკას ვეწევით, არადა, ეს 44 ევროპარლამენტარი თავად ანადგურებს ევროპის იმიჯს საქართველოში. როგორ გინდა ამის შემდეგ აუხსნა ქართველ ხალხს, რომ ევროპა ნამდვილად დემოკრატიული ღირებულებების დამცველია და იქ სიყალბეს ადგილი არა აქვს? როგორ გინდა დაუსაბუთო ჩვენს ახალგაზრდებს ევროპული სამართლის უზენაესობა, როდესაც დამნაშავე სააკაშვილს და გვარამიას იმ სანატრელ „სამართლიან“ ევროპაში დემოკრატიისთვის მებრძოლ რაინდებად აჯილდოებენ?

ვერც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ და ვერც თავად პოლონელი ექიმების სამართლიანმა დასკვნამ ვერ შეაჩერა სააკაშვილის ლობისტთა პოლიტიკური თავხედობა და კვლავ აგრძელებენ საქართველოს იმიჯის შელახვას საერთაშორისო ურთიერთობებში. თუმცა, უკვე უშედეგოდ. ამაზე განცხადებაზე ხელმომწერთა რაოდენობაც მიუთითებს.

აღარ ვამბობთ იმას, რომ ეს ყველაფერი სირცხვილია. როდესაც არ რცხვენიათ და ამ უსამართლობას მიზანმიმართულად სჩადიან, მაშინ რეაგირება ბევრად უფრო მკაცრი უნდა იყოს, ვიდრე უბრალოდ პასუხი“,- წერს ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: ხაბეიშვილსა და ვაშაძეს შორის არავითარი განსხვავება არ არის, ამიტომ ვუწოდებთ მათ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რომელიც ერთი რამით არის გაერთიანებული – ისინი არიან უცხოური გავლენის აგენტები
Next: უმაღლეს რადაში დარეგისტრირდა სალომე ზურაბიშვილისა და ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტების მისამართით მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესახებ მიმართვის პროექტი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.