Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დონეცკის რეგიონის დაბომბვის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი

მარშალ პრესი 25/04/2022

უკრაინის დონეცკისა და ხარკოვის რეგიონებში აღდგომის დღესასწაულზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დონეცკის რეგიონის დაბომბვის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვია.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ჯარებმა ცეცხლი გახსნეს მთელი სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

24 თებერვლიდან დონეცკის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ჯარების მოქმედების შედეგად, რეგიონის 266 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 840 კი დაშავდა.

აღდგომის ღამეს რუსები თავს დაესხნენ ხარკოვის რაიონებს, თავად აღდგომას კი ესროდნენ რეგიონის ზოლოჩევსკისა და ჩუგუევსკის რაიონებს. დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა.

Post navigation

Previous: ჯო ბაიდენი – გავაგრძელებთ უკრაინელების მხარდაჭერას სამშობლოს დაცვის ბრძოლაში
Next: მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.