Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

2020 წელს უკრაინაში ჩასულმა ჟოზეფ ბორელმა რეფორმების მიმდინარეობას „კატასტროფული“ უწოდა. მერე დაიწყო ომი და ყველა ტიპის რეფორმით უკრაინამ „სტატუსი“ დააკმაყოფილა

მარშალ პრესი 12/07/2023
დავით ქართველიშვილი

„ჩვენ Amazon-ი არ გახლავართ!“ – ეს სიტყვები დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესს ეკუთვნის. ეს ფრაზა მან ზელენსკის მიერ იარაღის მოწოდების მოთხოვნას მიაყოლა“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა

მისი თქმით, 2020 წლის შემდეგ უკრაინაში არაფერი შეცვლილა რეფორმების მხრივ, თუმცა ომმა ამ ქვეყნისადმი დამოკიდებულება შეცვალა და „კატასტროფულად“ მიმდინარე რეფორმებმა უცბად „სტატუსის“ მისაღებად მოთხოვნები დააკმაყოფილა.

„ჟოზეფ ბორელი გამახსენდა, 2020 წლის სექტემბერში უკრაინაში რევიზიით ჩასულმა რეფორმების მიმდინარეობას „კატასტროფული“ რომ უწოდა და დასძინა: „თქვენ ევროკავშირს მხოლოდ როგორც ბანკომატს, ისე განიხილავთ“. ნუ, გვესმის, რომ მაშინ სულ „სხვა მოცემულობა“ იყო. მერე დაიწყო ომი და ყველა ტიპის რეფორმით უკრაინამ „სტატუსი“ დააკმაყოფილა.

მსგავსი ფრაზები ვილნიუსის NATO-ს სამიტზე, უკვე „ახალ მოცემულობაში“, უკრაინას სხვა მინისტრებმაც აკადრეს: „ჩვენ Amazon-ი არ გახლავართ!“ – ეს სიტყვები დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესს ეკუთვნის. ეს ფრაზა მან ზელენსკის მიერ იარაღის მოწოდების მოთხოვნას მიაყოლა. „ჩვენ გვესმის უკრაინის მხრიდან დონორი სახელმწიფოების ამ კუთხით დაჩქარება, მაგრამ მოსწონს ეს ვინმეს, თუ არა, ადამიანებს სჩვევიათ მცირეოდენი მადლიერების გრძნობაც დაინახონ. თქვენ ხომ არწმუნებთ ქვეყნებს, უარი თქვან საკუთარ სამხედრო მარაგებზე თქვენს სასარგებლოდ“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის დროულად აღდგენის საკითხი განიხილეს
Next: კიდევ ბევრი რამის დადასტურება მოგიწევთ,რასაც წინასწარ გაგიბაზრებთ – ელისო კილაძე ნაც.მოძრაობას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.