Skip to content
26/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ ვართ მოცემულობაში, სადაც კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც მართავს ქვეყანას, თარგმნა ამერიკული კანონი, დააინიცირა, სხვადასხვა შიდა თუ გარე ძალისხმევის შედეგად, მას დაარქვეს რუსული კანონი და დღემდე ჯიუტად იმეორებენ რომ ეს არის რუსული კანონი

მარშალ პრესი 12/07/2023
მდინარაძე

არც ერთი ოპოზიციონერი დარბაზში აღარ არის. ხალხი,  რომელიც  საკუთარ  ჯარისკაცებს  ომის  დანაშაულს  აბრალებდა, დღეს  სხვანაირად  ლაპარაკობს  სხვის  მიმართ და  შემთხვევითი  არ  არის,  იმიტომ,  რომ  მსოფლიო  ტრენდია  სამწუხაროდ დღეს, რომ საბრძოლველია “ფეიკთან”, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა,  მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძემ გაიხსენა უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, რომელსაც „რუსული კანონი“ დაარქვეს, სინამდვილეში კი, მისი თქმით, შიდა და გარე აქტორებმა სწორედ რუსული მეთოდებით გაავრცელეს ამერიკული კანონის შესახებ დეზინფორმაცია.

მან ასევე აღნიშნა, რომ „თავდაცვის კოდექსი“ საქართველოს კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ნატოსთან დაახლოებაში. „ჩვენ  ვართ  მოცემულობაში,  სადაც  კონკრეტულმა  პოლიტიკურმა  ძალამ,  რომელიც  მართავს  ქვეყანას,  თარგმნა  ამერიკული კანონი, დააინიცირა  და  სხვადასხვა შიდა  თუ  გარე  ძალისხმევის  შედეგად, მას  დაარქვეს  რუსული  კანონი და  დღემდე  ჯიუტად  იმეორებენ, რომ ეს  არის  რუსული  კანონი.

რეალურად,  ეს  არის  საუკუნის  აფიორა  და  რუსული  „ფეიკი“. ერთი-ერთში,  რუსული  საშუალებები როგორც  ავრცელებენ, იმ  დეზინფორმაციის მეთოდებით, უნდა  გაიმეორო  ათიათასჯერ  რაღაც  სიტყვა  და  იმას  დააჯერებ საზოგადოებას და ბულინგის  ქვეშ  უნდა  ამყოფონ ქართული საზოგადოება – წარმოუდგენელია. სიმართლე  არის  ერთი, რომ საქართველო  დღეს  ისე  როგორც არასდროს,  აკმაყოფილებს  ნატოს  სტანდარტებს.  ეს  კოდექსი  ამაში  ხელს  შეუწყობს  და  წინ  წაგვიყვანს კიდევ  უფრო.  საქართველო  დღეს  არის  დემოკრატიული,  როგორც არასდროს  და  საქართველოს  დღეს,  არათუ  რუსული  კანონის,  ქვეყნის  დამაზიანებელი  კანონის  მიღების  მცდელობებიც არ  აქვს. სამწუხაროდ,  დაფასებაც  ცოტა  ნაკლები,  მაგრამ ჩვენ  აუცილებლად  გავიმარჯვებთ  და  არა  რომელიმე პოლიტიკური  ძალა, გაიმარჯვებს  ქვეყანა.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: ისინი კადრებენ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტს და ქართველი ხალხის არჩევანს, რომ დაუძახონ რუსული, საერთაშორისო საზოგადოებას არწმუნებენ, რომ საქართველო ირჩევს რუსეთთან დაახლოებულ ხელისუფლებას
Next: 32 ადამიანი დაგვეღუპა მისიებში, 300-ზე მეტი დაჭრილია, თავი გადადეს ქართველმა მეომრებმა და სამწუხაროდ, ჩვენი გაწეული შრომა და თავგანწირვა, სათანადოდ არ ფასდება – მოდით, პირდაპირ ვთქვათ ისიც, რომ არც უკრაინას დაუფასდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.