ვუსამძიმრებ ქართული კულტურის მოღვაწეებს მარინა ჯანაშიას – ამ ნიჭიერი მსახიობის გარდაცვალებას – პრემიერი

380
წაკითხვა/ნახვა
mpn

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსახიობ მარინა ჯანაშიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“მწუხარება მინდა გამოვთქვა თეატრისა და კინოს მსახიობის მარინა ჯანაშიას გარდაცვალების გამო. მინდა სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს.

მარინა ჯანაშიას შექმნილმა არაერთმა დასამახსოვრებელმა სახემ თეატრი შეაყვარა ახალი თაობის მაყურებელს, კინოფირებმა შემოგვინახეს მისი გამორჩეული სამსახიობო ოსტატობა.

ვუსამძიმრებ ქართული კულტურის მოღვაწეებს მარინა ჯანაშიას – ამ ნიჭიერი მსახიობის გარდაცვალებას, მისი სახით თეატრალურმა საზოგადოებამ კიდევ ერთი დიდი დანაკლისი განიცადა” – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.

კომენტარები
mpn
მოწონება