ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში, ბავშვთა ზრუნვისა და მხარდაჭერის განყოფილების თანამშრომლებმა ცნობიერების ამაღლების მიზნით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ჩაატარეს.
ახალგაზრდებს გაუზიარეს ბავშვთა უფლებებისა და განყოფილების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია.
შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძე ესწრებოდა.
