ვის გაუხარდა და ვის არა 26 მაისი – რატომ კიდიათ პრეზიდენტებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე?

1394
წაკითხვა/ნახვა
mpn

გენერალი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:

“ახლა გადავავლე თვალი “ოპოლიდერებს”, ვისთვის იყო 26 მაისი და ვისთვის არა.
დავიწყოთ ექს-პრეზიდენტებით.
მე-3 პრეზიდენტმა ტვ ПИК-ის დროინდელი ვიდეო დადო და ორი პოსტი გააზიარა, სადაც მისი ფოტო იყო გამოფენილი “რუსთაველზე შევხვდებითო”. თავის ამომრჩეველსაც არ მიულოცა.
მე-4 პრეზიდწნტის გვერდს 2020-ს მერე სძინავს.
ერთ-ერთი ენმ-ელი, ძლიერი ფინანსისტი რომაა, მთავარი ჩამკუპონებელი. მთელი დღე ჰესებზე წერდა, გვინდა ჰესები, თუ არ გვინდაო, ბჭობდა თავის თავთან. უდევს ერთ-ერთი გადაცემის ჩანაწერი, რომელშიც იცრუა ჰესების პროექტები ივანიშვილის დროს დაიწყო და რატომ არ ახსენებენო. სააკაშვილის დროს დაიწყო, პატივცემულო. ისე, შევარდნაძის დროსაც დაიწყო, ამ ცხოვრებაშიც და წინა ეპოქაშიც. ბავშვები დააბოლეთ. მოკლედ, თუ თავადაა ხელისუფლებაში, უნდა აშენდეს. თუ არაა – არა. ჰო, ლარის გამყარებასაც გაჰკრა კბილი. ინტერვენციები განახორციელეთ გამყარების დროსაცო.
ყოფილი ენმ-ელი 26 მაისს თავის წარსულს იხსენებს. აწმყო წარსულში აქვს…
ენმ-ის მოქმედი ლიდერიც არავის ულოცავს. “ტურნეს” განაგრძობს და აშუქებს.
გიორგი ვაშაძემ (“აღმაშენებლი”) ფეისბუკით მოგვილოცა. თუმცა წყენა მაინც გამოიწვია, მესიჯი არ მოგვწერაო.
რეიტინგული ოპოTV-ების დირექტორთაგან, მხოლოდ ფორმულამ მოგვილოცა.
მოკლედ, ვრცელი სიაა, ამდენს რა დაწერს. თავადაც.მიაქციეთ ყურადღება.
დასკვნა ესაა: ხელისუფლებაში ყოფნისას პატრიოტიზმით გვახრჩობენ, ოპოზიციაში ყოფნისას ბოღმით იხრჩობიან. ფსევდოპატრიოტიზმი ჰქვია მაგას.” – წერს სალუქვაძე
კომენტარები
mpn
მოწონება