Skip to content
18/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე – კეზერაშვილის ახალი კანდიდატი

მარშალ პრესი 12/07/2023
გიორგი ვაშაძე2

გაზეთ “ქრონიკა პლიუსი”-ს მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის მიერ, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე მიხეილ სააკაშვილის დასახელება იყო ბლეფი და სინამდვილეში, დავით კეზერაშვილის კანდიდატი გიორგი ვაშაძეა.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

“მიხეილ სააკაშვილის დასახელება პრემიერ მინისტრობის კანდიდატად იყო ბლეფი.
სინამდვილეში-კეზერას პრემიერობის კანდიდატი არის გიორგი ვაშაძე.დავით ტყეშელაშვილის ორგანიზებული იყო მისი ვიზიტი ამერიკაში.

არჩევნების წინ ეტყვიან მიშას-ვაშაძის კანდიდატურას თუ დათანხმდები, ენმ-ის საარჩევნო კამპანიას ამ შემთხვევაში დავაფინანსებთ.

მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა (მათ შორის,ძალოვნების კანდიდატურები) ჯერ არ ვიცი. მიშა სჭირდებათ მხოლოდ საარჩევნო ხმების მობილიზაციისთვის.
წელიწადნახევრით ადრე გაფრთხილებთ, მერე არ თქვათ, არ ვიცოდითო”- წერს ელისო კილაძე.

მოგვიანებით კილაძემ ამ თემაზე კიდევ ერთი სტატუსი დაწერა:

“დილით დავწერე და საღამოს პეტრე ცისკარიშვილმა ტვ პირველზე ,ენის ბორძიკით,მაგრამ მაინც დაადასტურა რომ გიორგი ვაშაძის ინტეგრირებას მათ გუნდში განიხილავენ !
დილით რომ მწერდით-ფანტაზიებიაო,-ის ხალხი აქ ხართ კიდეც ?! მოგთაგოთ თუ კითხულობთ?!”- წერს კილაძე.

 

Post navigation

Previous: ვინც ცდილობს ამ ქვეყანაში შიდა პოლიტიკური ვითარების არევას, მას აქვს ერთადერთი ინტერესი – ამ არეულობის შედეგი აუცილებლად იქნება ის სცენარი, რომელიც უკრაინაში განხორციელდა
Next: ნიკა მელიას თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, თვითონ გავიდოდა „ნაციონალური მოძრაობიდან – ირაკლი კობახიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.