Skip to content
30/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნატო-ში გაწევრიანება უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, მთავარია, ისე არ გაიწელოს პროცესი, რომ თვითონ ეს პროცესი გახდეს რისკი უსაფრთხოებისთვის

მარშალ პრესი 11/07/2023
ირაკლი კობახიძე

ჩვენ მივყვებით პრაგმატულად ჩვენს პოლიტიკას. რაც შეეხება ნატო-ში გაწევრიანებას, რა თქმა უნდა, უსაფრთხოებისთვის ეს არის მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ პირიქით, ისე არ გაიწელოს პროცესი, რომ თვითონ ეს პროცესი გახდეს რისკი უსაფრთხოებისათვის, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში “თავისუფალი ხედვა” განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს მისწრაფება ნატო-ს წევრობისკენ და თან მუდმივად არაწევრის მდგომარეობაში ყოფნა, ქვეყნისთვის მუდმივ რისკს წარმოადგენს.

მისივე თქმით, გლობალურ პოლიტიკაში დადებითი ცვლილებები საქართველოსთვის რისკებს შეამცირებს.

“საქართველო მუდმივი რისკის ქვეშ არის – რეალურად ეს ასეა. ვიდრე თან გამოხატავ სურვილს, მისწრაფებას წევრობისკენ და თან ხარ არაწევრის მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, მუდმივი რისკი გაქვს. ამიტომ ვამბობ, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს მდგომარეობა, მით უფრო დიდხანს შენარჩუნდება რისკები.

ამიტომ დავიტოვოთ იმედი, რომ საერთო ჯამში გლობალური პოლიტიკა ჩვენს სასარგებლოდ განვითარდება – ეს არის მთავარი.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: მაშინაც კი, როდესაც უნდა გვაერთიანებდეს საერთო დიდი მიზანი, ისინი ვერ პოულობენ საკუთარ თავში ძალას, რათა გადალახონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები და იმოქმედონ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე
Next: ვინც ცდილობს ამ ქვეყანაში შიდა პოლიტიკური ვითარების არევას, მას აქვს ერთადერთი ინტერესი – ამ არეულობის შედეგი აუცილებლად იქნება ის სცენარი, რომელიც უკრაინაში განხორციელდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.