IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ძალიან ნიშანდობლივია, რომ პანდემიის პირობებში, როდესაც მსოფლიო ეკონომიკა განიცდის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არნახულ რეცესიას, საქართველოში ამერიკული ინვესტიციების ნაწილში პოზიტიური დინამიკა გვქონდა, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. მისი თქმით, ამერიკული პირდაპირი ინვესტიციები 34%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც მთლიანობაში ინვესტიციებმა 40 %-ით იკლო.

გუშინ აშშ-ის ელჩთან ძალიან კარგი, ხანგრძლივი და საგნობრივი შეხვედრა გვქონდა. ჩვენ ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, ხაზი გაესვა იმას, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის არის ძალიან მყარი და აღმავალი. ძალიან ბევრ ახალ ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი. ძალიან ნიშანდობლივია, რომ პანდემიის პირობებში, როდესაც მსოფლიო ეკონომიკა განიცდის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არნახულ რეცესიას, საქართველოში ამერიკული ინვესტიციების ნაწილში პოზიტიური დინამიკა გვქონდა. ამერიკული კაპიტალის მონაწილეობით შექმნილია დაახლოებით 300 კომპანია, აქედან 50-მდე კომპანია ძალიან აქტიურად მუშაობს და საკმაოდ წარმატებულია. ამერიკული პირდაპირი ინვესტიციები 34%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც მთლიანობაში ინვესტიციებმა 40 პროცენტით იკლო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული უცხოელი ინვესტორი და აბსოლუტურად თანაბარი მიდგომა გვაქვს, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ აშშ-ზე, ეს მხოლოდ ეკონომიკური პარამეტრები არაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გასამყარებლად. ეს ინვესტიციები ეხება სხვადასხვა სფეროებს – უძრავ ქონებას, განათლებას, დამამუშავებელ ინდუსტრიას, კავშირგაბმულობას და ა.შ. კორპორაცია „ოპიკი“ მონაწილეობს ფოთის პორტის სატერმინალო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, უკვე წელს, ამ არასახარბიელო საერთო ფონის მიუხედავად მათი პირველი ტრანში ჩაირიცხა. აშშ-ის მთავრობა და USAID-ი აქტიურადაა ჩართული საპორტო ინფრასტრუქტურის რეფორმაში და ყველა საპორტო სერვისის ელექტრონულ საწყისებზე გადაყვანაში. ძალიან დიდი საინვესტიციო ფონდი „ცერბერუსი“ რამდენიმე ახალ მცირე ჰესში დებს ინვესტიციას და ეს ძალიან დამაიმედებელია“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება