Skip to content
18/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უკატეგორიო

ეს უბედური შემთხვევა დაკავშირებული იყო კუსტარული წესით შეყვანილ ელექტროენერგიასთან. აღარ სჭირდება ამას არასწორი ინტერპრეტირება, თავისთავად მძიმე ფაქტია

მარშალ პრესი 11/07/2023
ბექა დავითულიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი წყნეთში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით ოჯახს სამძიმარს უცხადებს. მისი თქმით, ეს უბედური შემთხვევა დაკავშირებული იყო კუსტარული წესით შეყვანილ ელექტროენერგიასთან.

ამასთან, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს მოზარდის გარდაცვალება სკვერში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირდება, დავითულიანი განმარტავს, რომ ფანჩატურამდე სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები მისული არ იყო, შესაბამისად, ოფიციალური მონაცემებით, ფანჩატურს არავინ შეხებია.

„ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას წყნეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით. ნებისმიერ შემთხვევაში ტრაგედია და უბედურებაა, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვლება. ეს უბედური შემთხვევა დაკავშირებული იყო კუსტარული წესით შეყვანილ ელექტროენერგიასთან, იქ არსებულ ფანჩატურში. ეს ისედაც მძიმე შემთხვევა და ტრაგედიაა და მგონი აღარ სჭირდება ამას არასწორი ინტერპრეტირება, ისედაც თავისთავად მძიმე ფაქტია. პირველადი მონაცემებით არის ის, რომ ელექტრო გაყვანილობა იყო კუსტარული. ცნობილია, რომ წარსულში, ადგილზე, მსგავსი უკანონო ქმედება იყო აღკვეთილი და ხელმეორედ მაინც მოხდა როგორც ჩანს, გარკვეული პირების მხრიდან ფანჩატურში ელექტროენერგიის გაყვანა. სამუშაოებს რაც შეეხება, ინტერპრეტაციის ადგილი რომ არ დარჩეს, მოდი ვთქვათ, იქ მიმდინარეობდა გამწვანება, სკვერის რეაბილიტაცია, მაგრამ ფანჩატურამდე ეს გამწვანება, რეაბილიტაციის სამუშაოები მისული არ იყო. ფანჩატურს ჯერ არავინ შეხებია- ასეთია ოფიციალური მონაცემები“- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

Post navigation

Previous: ანა წითლიძე ბიძინა ივანიშვილის ქონების და მისი ოჯახის სანქცირებას ითხოვს
Next: გვაქვს მოლოდინი, რომ ვილნიუსის სამიტი კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს მის უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ მიზანთან, რაც არის ალიანსში ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაცია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.