Skip to content
30/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბაჩიაშვილმა 131 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტში 100 მილიონი დოლარის წაგება მოახერხა, რაც მხოლოდ დავალებისა და შეგნებული ქმედების პირობებში შეიძლებოდა მომხდარიყო

მარშალ პრესი 11/07/2023
ზაზა შათირიშვილი

„როგორც ჩანს, მიღებული პრაქტიკაა, რომ ბიზნესის სფეროში დასაქმებულ აგენტს ამერიკელები მძიმე აფერას ავალებენ და შემდეგ წირავენ. ყველას გვახსოვს, რა ბედი გაიზიარა პატრის ლესკუდრონმა ამერიკელებთან მუშაობით. ასევე გაწირავენ ისინი ბაჩიაშვილსაც, რადგან, როგორც ცნობილია, ამერიკული სპეცსამსახურები საკუთარი აგენტების ბედზე ზრუნვით მაინცდამაინც არ გამოირჩევიან.”- წერს ზაზა შათირიშვილი ახალ წერილში, რომელიც თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორ ბაჩიაშვილის საქმეს ეხება.

“ამ საქმეში კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ისაა, რომ ბაჩიაშვილს ადვოკატად მიხაილ ხოდორკოვსკის ადვოკატი მიუჩინეს, რითაც ჩემთვის წრედი საბოლოოდ შეიკრა. ყველას გვახსოვს, როგორ წარიმართა თავის დროზე ხოდორკოვსკის საქმე. ნაცვლად იმისა, რომ ადვოკატს სასამართლოსთვის ფინანსური განმარტებები წარედგინა, რაც მის კლიენტს ბრალს შეუმსუბუქებდა, მან საქმეს თავიდანვე პოლიტიკური დატვირთვა შესძინა, რამაც ხოდორკოვსკის მდგომარეობა დაამძიმა და საბოლოოდ, მას 8 წლის გატარება მოუწია ჩიტაში, ყველაზე მძიმე ციხეში, საიდანაც ხშირად ცოცხალი ვერ ბრუნდებიან. როდესაც ბაჩიაშვილს ასეთი „მიღწევების“ მქონე ადვოკატი მიამაგრეს, ცხადია, რა არის მისი მორიგი დავალება.

დანაშაულის ჩამდენი ბიზნესმენი სპეცსამსახურებისთვის ყველაზე იოლი ლუკმაა. ასე იქცა სპეცსამსახურების აგენტად ახალგაზრდა ჯორჯ სოროსიც, როდესაც მან დიდ ბრიტანეთში ვალუტით ვაჭრობისას მძიმე დანაშაული ჩაიდინა. მას შემდეგ, სოროსი გამოიყენება როგორც მთავარი ბრენდი და შირმა სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დასასუსტებლად, რევოლუციების მოსაწყობად და აგენტოკრატიების დასამყარებლად. სპეცსამსახურები ჯორჯ სოროსის ფონდს ამ ყველაფრის მთავარ ინსტრუმენტად იყენებენ, სოროსი კი ზუსტად ისევე მართავს თავის ფონდს, როგორც ბაიდენი ამერიკას.

ზუსტად ასევე იყენებენ სპეცსამსახურები კიდევ ერთ დამნაშავე ბიზნესმენს, დავით კეზერაშვილს, რომელსაც უსაფრთხოებისა და ევროპაში თავისუფალი მიმოსვლის სანაცვლოდ, საქართველოში რევოლუციური პარტიების, ენჯეოებისა და მედიის დაფინანსება და ევროპელი პენსიონერების ძარცვა უწევს. ამ უკანასკნელი საქმიდან ამერიკელები ორმაგ მოგებას ნახულობენ – ფინანსურ მოგებას იღებენ და ევროპას ანგრევენ, რისთვისაც კეზერაშვილი ერთ-ერთ შირმად გამოიყენება.
დარწმუნებული ვარ, ბაჩიაშვილიც სხვა ბიზნესმენი აგენტების ბედს გაიზიარებს.

ბრალის სიმძიმის გათვალისწინებით, მას ციხეში, სავარაუდოდ, წლების გატარება მოუწევს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ კი, სპეცსამსახურები მას იმ ფულსაც არ შეარგებენ, რაც დარჩება. ბაჩიაშვილს ჯერ პოლიტპატიმრად გააფორმებენ, შემდეგ პოლიტიკაში შეიყვანენ, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ამუშავებენ და ენჯეოების დაფინანსების ვალდებულებასაც აკიდებენ.

როდესაც ბაჩიაშვილის ადვოკატმა მის პოლიტიკურ მრწამსზე დაიწყო საუბარი, რომელიც ბაჩიაშვილს არასოდეს გამოუვლენია, ეს ყველაფერი ჩემთვის სრულიად ცხადი გახდა. „ფეისბუქსა“ და სხვა სოცქსელებში ბაჩიაშვილის აქტივობებიდან ჩანს, რომ მას პოლიტიკასთან დაკავშირებულ თემებზე არასდროს არავითარი კომენტარიც კი არ გაუკეთებია. როდესაც მისი უცხოელი ადვოკატი ასეთ უხეშ ტყუილს კადრულობს, ცხადია, რომ ის სინამდვილეში არა ადვოკატის, არამედ აგენტის მისიით მოქმედებს.

ბაჩიაშვილის დასაცავად სპეცსამსახურებმა უკვე დარაზმეს ოპოზიციური მედია, რაც ჩემი დასკვნის საფუძვლიანობის კიდევ ერთი უტყუარი დასტურია. რა თქმა უნდა, ბაჩიაშვილის დაპირისპირება ივანიშვილს ვერაფერს დააკლებს, მაგრამ ვიდრე ბაჩიაშვილს უკანასკნელი დოლარი დარჩება, სპეცსამსახურები შეეცდებიან, ეს ფული მთლიანად ბიძინა ივანიშვილზე წნეხის შექმნას მოახმარონ“, – აცხადებს შათირიშვილი.

Post navigation

Previous: თუ ისე ჩანს სააკაშვილის განცხადებიდან, რომ ხაბეიშვილს უფრო უჭერს მხარს ვიდრე – მელიას, ძალიან კარგი – გამოდის, რომ მერაბიშვილ-კეზერაშვილი და ახლა უკვე სააკაშვილი ერთიანდებიან და ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება
Next: ელჩმა დეგნანმა მორიგი პოლიტიკური ლიდერის მშობიარობის აქტი წამოიწყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.