Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

NATO-სა და ევროკავშირისავე შეფასებებით, საქართველო უკვე თავსებადია ამ ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც უნდა მიიღონ, მხოლოდ მათი გადასაწყვეტია.

მარშალ პრესი 10/07/2023
გურამ მაჭარაშვილი

„ევროკავშირისა და NATO-ს ინტეგრაციისთვის საქართველომ მრავალი წლის წინ შეასრულა მათი პირობები და საქართველო თავსებადია NATO-სა და ევროკავშირის სტანდარტებთან“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო თავსებადია NATO-ს სტანდარტებთან, მაგრამ ახლა საჭიროა, ევროკავშირმა და NATO-მ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ.

„თეორიულ, თუ პრაქტიკულ ნაწილში ყველაფერი შესრულებულია და საქართველო თავსებადია NATO-ს სტანდარტებთან, მაგრამ რამდენჯერაც მივედით ღია კარის პოლიტიკაში, ჩვენ თვალწინ დაიხურა ეს კარი. ამიტომ ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, NATO-სა და ევროკავშირის ხელმძღვანელობას არ აქვს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული. ეს მხოლოდ მათზეა დამოკიდებული.

ევროკავშირისა და NATO-ს ინტეგრაციისთვის საქართველომ მრავალი წლის წინ შეასრულა მათი პირობები და საქართველო თავსებადია NATO-სა და ევროკავშირის სტანდარტებთან. საქართველო ყველა ასეთ საერთაშორისო პლატფორმაზე წარდგება, როგორც წარჩინებული სახელმწიფო და მე იმედი მაქვს, რომ, როგორც მინიმუმ, კიდევ ერთხელ დაინახავენ საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლები, ამ შემთხვევაში NATO-ს ხელმძღვანელობა, რომ საქართველო ყველა მიმართულებით არის დაწინაურებული. NATO-სა და ევროკავშირისავე შეფასებებით, საქართველო უკვე თავსებადია ამ ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც უნდა მიიღონ, მხოლოდ მათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: სამწუხაროა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა დღეს სკეპტიკოსად იქცა მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური პარტნიორი საქართველოში ოპოზიციაშია და არა ხელისუფლებაში
Next: რა შეფასება უნდა მისცე ბაჩიაშვილის საქციელს გარდა ამორალურობისა – ზურაბ ქადაგიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.