Skip to content
30/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იმის ძახილი, რომ ბაჩიაშვილი პოლიტიკური შეხედულებების გამო იდევნება, უკიდურესად აბსურდულია – როცა სხვა არგუმენტი არ გაქვს, პოლიტიკოსობას ან მედიამენეჯერობას უნდა „მიაწვე“

მარშალ პრესი 10/07/2023
ნინო ფოჩხუა

ასე როგორ უნდა მოექცე ადამიანს, რომელმაც სრულიად გამოუცდელი, უმაღლეს ახლადდამთავრებული, შვილივით მიგიღო, გვერდში დაგიყენა, დიდი ნდობა გამოგიცხადა და უსერიოზულესი საქმე ჩაგაბარა – წერს  ნინო ფოჩხუა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ბაჩიაშვილი წლების მანძილზე ითვლებოდა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ პირად და აბსურდულია იმის მტკიცება, რომ ბრალდებული მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო იდევნება.

„დავიჯერო ამ ქვეყანაზე არც შუბლია, არც ძარღვი, არც ღმერთი და არც ხატი? ყველაფერი ხომ არ უნდა იკადრო ადამიანმა… სადაც ჭამ, იქ როგორ უნდა მოისაქმო… საჭმელს რომ შეჭამს, ეტყობა მარტო ღორი არ ატრიალებს გობს, ქათამმა წყალი დალია და მადლობის ნიშნად, ღმერთს ცაში ახედაო… ასე როგორ უნდა მოექცე ადამიანს, რომელმაც სრულიად გამოუცდელი, უმაღლეს ახლადდამთავრებული, შვილივით მიგიღო, გვერდში დაგიყენა, დიდი ნდობა გამოგიცხადა და უსერიოზულესი საქმე ჩაგაბარა.

13 წელი იყო დასაქმებული ბაჩიაშვილი ივანიშვილის კუთვნილ სტრუქტურებში და ითვლებოდა მასთან დაახლოებულ პირად. იმის ძახილი, რომ ბაჩიაშვილი პოლიტიკური შეხედულებების გამო იდევნება, უკიდურესად აბსურდულია. აი ისეთი, 4 წლის ბავშვსაც რომ ვერ მოატყუებ ისეთი. ამ აქცენტით კი მისი სისხლის სამართლის საქმის წარმოება ძირშივე წარუმატებელია. მაგრამ როცა სხვა არგუმენტი არა გაქვს, პოლიტიკოსობას ან მედიამენეჯერობას უნდა მიაწვე… თუმცა, ახალგაზრდა კაცი სადაც ამდენს იკადრებს, მისგან არც არაფერია გასაკვირი…“ – წერს ნინო ფოჩხუა.

Post navigation

Previous: რა შეფასება უნდა მისცე ბაჩიაშვილის საქციელს გარდა ამორალურობისა – ზურაბ ქადაგიძე
Next: ბოლო ათწლეულში საქართველომ ძირეულად შეცვალა დემოკრატიული ინსტიტუტები და გააუმჯობესა თავდაცვის შესაძლებლობები, ნატო კი სამიტიდან სამიტამდე მხოლოდ იმეორებს დაპირებას წევრობის შესახებ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.