Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უკრაინის ვიცე-პრემიერი – უკრაინა იძულებული იქნება, „გადახედოს სტრატეგიას“, თუ ვილნიუსის სამიტზე ქვეყანა არ მიიღებს ნატო-ში გაწევრიანების მოწვევას

მარშალ პრესი 10/07/2023
1688978368-ოლგა

უკრაინა იძულებული იქნება, „გადახედოს სტრატეგიას“, თუ ვილნიუსის სამიტზე ქვეყანა არ მიიღებს ნატო-ში გაწევრიანების მოწვევას, – ამის შესახებ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

სტეფანიშინამ განმარტა, რომ ვილნიუსში მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილები გამოიწვევს უამრავ პროცესს, მათ შორის სტრატეგიულ დაგეგმვასთან, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის ტრანსფორმაციასთან, ასევე მოკავშირეებთან ურთიერთობის პრიორიტეტებთან დაკავშირებით.

„უკრაინა ნატო-ში არ არის მხოლოდ უსაფრთხოების გარანტია, არამედ ეს არის ყველა ლიდერის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დონის დაქვეითება, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, დახმარებოდა უკრაინას ომის დროს“, – აღნიშნა სტეფანიშინამ.

ამასთან, ოლგა სტეფანიშინამ გამოთქვა იმედი, რომ უკრაინა შეუერთდება ნატო-ს, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა იგი ვილნიუსის სამიტზე ალიანსში გაწევრიანების მოწვევას.

ვიცე-პრემიერის თქმით, ჯერ კიდევ არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, დაესწრება თუ არა სამიტს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

Post navigation

Previous: სუპერ თაღლითი და მანიპულატური – ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი ბაჩიაშვილზე
Next: დარწმუნებული ვარ, ბუნდესტაგის თავმჯდომარე მნიშვნელოვანი ინფორმაციით დაბრუნდება გერმანიაში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მიმართ დადებითი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.