Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს ელჩი ამბობს, რომ ზელენსკის გადაწყვეტილება უკრაინის საგარეო უწყების თანამშრომლებისთვისაც გასაკვირი იყო

მარშალ პრესი 10/07/2023
გიორგი ზაქარაშვილი

დიპლომატიურ პრაქტიკაში თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევები შეგვიძლია გავიხსენოთ, როდესაც ელჩს სთხოვენ, რომ წავიდეს კონსულტაციაზე თავის დედაქალაქში, განსაკუთრებით ასეთი თითიდან გამოწოვილი მოთხოვნით, – ამის შესახებ საქართველოს ელჩმა უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

დიპლომატმა ასევე გაიხსენა იმ შეხვედრის დეტალები, რომელზეც მას უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ აცნობეს და აღნიშნა, რომ ზელენსკის გადაწყვეტილება ბევრი უკრაინელი დიპლომატისთვისაც გასაკვირი იყო.

„ჩემი აზრით მათთვისაც მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება. ისინიც საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან, შესაბამისად, მათი პრეზიდენტის გადაწყვეტილება უნდა აღასრულონ. ამიტომ, დააფიქსირეს პოზიცია, რომლის დაფიქსირებაც პრეზიდენტმა დაავალა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბევრმა კოლეგამ, მათ შორის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროდან კერძო საუბარში აღნიშნა, რომ მათთვის ეს საკმაოდ გასაკვირი იყო“, – განაცხადა ზაქარაშვილმა.

Post navigation

Previous: ბრძოლა ლისის ტბასთან გამარჯვებით დამთავრდა, იესო კვლავ ჯვარს ვაცვით – პეტრე კვარაცხელია პრაიდის ჩაშლაზე
Next: ეს არის ტყუილი და  “ფორმულა”-ს მიერ შეთხზული ისტორია! გრცხვენოდეთ ჩემი პატარა შვილით რომ გინდათ რეიტინგის აწევა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.