Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნიკა გვარამიას შეფასებით, პრაიდის ჩაშლა იყო ქართული დემოკრატიის მორიგი მარცხი

მარშალ პრესი 10/07/2023
ნიკა გვარამია1

ნიკა გვარამიას შეფასებით, პრაიდის ჩაშლა იყო ქართული დემოკრატიის მორიგი მარცხი. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

“ცხადია, შავრაზმელების შიშით ლგბტ თემი ვერ გაქრება და არც უნდა გაქრეს, რადგან ეს სიბნელის გამარჯვება და მიზნის ასრულება იქნება.
ასევე ცხადია, დღევანდელი დარბევით მდგომარეობის გაუარესების სპირალის კიდევ ერთი ხვეული გავიარეთ: ავტორიტარულმა რეჟიმმა მოწყვლადი ჯგუფი კიდევ უფრო მოწყვლადი გახადა და თავისი პროპაგანდით მორიგ ჯერზე შეეცადა მისგან მტრის ხატი შეექმნა.

ასევე ცხადია, რომ რეჟიმი დღევანდელ დღეს საკუთარ გამარჯვებად და პროპაგანდისტული ამოცანის შესრულებად მიიჩნევს და საერთოდ არ გრძნობს თავს დასუსტებულად ან, მით უფრო, დამარცხებულად.

ასევე ცხადია, რომ ის, თუ როგორ უნდა მოიქცეს თემი, მხოლოდ თემის გადასაწყვეტია საკუთარი ინტერესების ურთიერთშეჯერებით და შესაძლო შედეგების ურთიერთშეწონვით, არსებული კონტექსტის გააზრებით და პროცესების სავარაუდო განვითარების რაციონალური პროგნოზირებით.

ჩემი აზრით, დღევანდელი დღე იყო ქართული დემოკრატიის მორიგი მარცხი, როცა მორიგ ჯერზე ფეხქვეშ გაითელა კონსტიტუცია და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები. და ამის თქმა ყველა პასუხისმგებლიანი მოქალაქის ვალია.

ჩემივე აზრით, ეს იყო მარცხი, რომელიც წინასწარ იყო ცნობილი, დამდგარი შედეგები კი საკმარისად გარჩევადი და მაღალი ალბათობით პროგნოზირებადი. და ამის თქმაც ყველა პასუხიმგებლიანი მოქალაქის ვალია.”– წერს გვარამია.

Post navigation

Previous: სჯობს გააკეთონ ის, რასაც ახლა ითხოვს ზელენსკი – მიხეილ სააკაშვილი მის გათავისუფლებაზე
Next: ბრძოლა ლისის ტბასთან გამარჯვებით დამთავრდა, იესო კვლავ ჯვარს ვაცვით – პეტრე კვარაცხელია პრაიდის ჩაშლაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.