Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბაჩიაშვილის პოლიტიკური განცხადებები ბუნებაში არ არსებობს – ზურაბ ქადაგიძე

მარშალ პრესი 09/07/2023
ზურაბ ქადაგიძე

ფინანსური მაქინაციების გამო რომ წარედგინა ბრალი, მარტივი გამოსავალი მოძებნა ადვოკატმა-პოლიტიკური ნიშნით დევნა”-ასე ეხმიანება ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, რობერტ ამსტერდამის განცხადებას, რომლის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო ისჯება.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, გიორგი ბაჩიაშვილის პოლიტიკური განცხადებები ბუნებაში არ არსებობს.

“კლასიკური ავანტიურა! ჯერ ერთი, რომ ბაჩიაშვილის პოლიტიკური განცხადებები ბუნებაში არ არსებობს…
და მეორე, ფინანსური მაქინაციების გამო,რომ წარედგინა ბრალი, მარტივი გამოსავალი მოძებნა ადვოკატმა-პოლიტიკური ნიშნით დევნა… უკაცრავად, მისტერ!
შემთხვევით სხვაგან ხომ არ მოხვდით?

რა სქემებს ხლართავთ და რა ავანტიურას აგორებთ, ეს ქვეყანა თვალში ხომ არ გეპატარავებათ?! სადაც გინდათ, რომელ სასამართლოშიც გინდათ იქ იდავეთ და დაიცავით თქვენი კლიენტის უფლებები, მაგრამ ფინანსური მაქინაციებისთვის დაკავებული, პოლიტ-დევნილად გაასაღოთ არ გამოგივათ! ცოტა ჭკუას მოუხმეთ…”- წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: რატომ ცრუობს გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატი – ბაჩიაშვილს პოლიტიკური ხასიათის არცერთი განცხადება არ უფიქსირდება
Next: პოლიტიკური ნიშნით დევნა ადრე იყო აქტუალური, ახლა აღარ ჭრის, მით უმეტეს, არანაირი პოლიტიკური აქტივობა მას არ უფიქსირდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.