Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ამ დროისთვის ამერიკაში ტელეფონებზე, სოციალურ ქსელებსა და კომპიუტერულ მოწყობილობებზე ტოტალური მოსმენები ხორციელდება

მარშალ პრესი 09/07/2023
რობერტ კენედი

დღეს არის საშინელი ზიზღი და პოლარიზაცია საზოგადოებაში, მთავარი მიზეზია მთავრობის არაკეთილსინდისიერება და ტყუილები, – ამის შესახებ რობერტ კენედი უმცროსმა Judging Freedom-სთვის მიცემულ ინტერვიუში ანალიტიკოს ენდრიუ ნაპოლიტანოსთან ისაუბრა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ამერიკაში ტელეფონებზე, სოციალურ ქსელებსა და კომპიუტერულ მოწყობილობებზე ტოტალური მოსმენები ხორციელდება. „ბაიდენის ადმინისტრაცია აშანტაჟებდა და განადგურებით ემუქრებოდა სოცქსელების კომპანიებს, თუ არ ითანამშრომლებდნენ მთავრობასთან, – აღნიშნა კენედიმ.

მისი შეფასებით, ედვარდ სნოუდენი და ჯულიან ასანჟი ჯაშუშებად აბსოლუტურად უსამართლოდ და უსაფუძვლოდ გამოცხადდნენ.

კენედი, რომელიც არის აშშ-ის გენერალური პროკურორის, სენატორ რობერტ კენედისა და აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის ძმის შვილი, პოტკასტში ადასტურებს, რომ მამამისი და ბიძამისი CIA-მ მოკლა. „CIA-ის კონკრეტული დეპარტამენტები დაკავებულები არიან შანტაჟით, ლიდერების მკვლელობებით, არჩევნების გაყალბებით და ხალხის ტვინის გამორეცხვით“, – აღნიშნა კენედიმ.

მან ISIS-ის ტერორისტულ ორგანიზაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის ამერიკის სპეცსამსახურებმა შექმნეს.

რობერტ კენედი უმცროსი რუსეთ-უკრაინის ომსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ ომში ამერიკამ უკრაინა რუსეთის დასასუსტებლად გაწირა, ხოლო დასავლეთი ყველანაირად ცდილობს ომი არ დასრულდეს.

Post navigation

Previous: საზოგადოების და ხელისუფლების გონივრული ურთიერთქმედებით – მშვიდობიანად და უსისხლოდ იქნა ჩაშლილი „ელჭიპიტი“ პროპაგანდის ზეიმი ქვეყანაში
Next: რატომ ცრუობს გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატი – ბაჩიაშვილს პოლიტიკური ხასიათის არცერთი განცხადება არ უფიქსირდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.