ლგბტ აქტივისტი თამარ ჯაყელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აფასებს 8 ივლისს ჩაშლილ პრაიდს:
“ყველა, ვინც ჩვენკენ მართავს ისრებს, როგორ ენდეთ შსს-სო, ჯერ ერთი, ხომ ადამიანურად არასწორად იქცევა და მეორე, ივიწყებს ფაქტს, რომ პრაიდის ფესტივალი ორჯერ წარმატებულად ჩატარდა იგივე ხელისუფლების და იგივე შსს-ს პირობებში.
დღეს პირველად მოხდა, რომ პრაიდის დახურული ღონისძიება არ დაიცვა შსს-მ. თვეების განმავლობაში გრძელდებოდა მოლაპარაკება. მარტო ჩვენ კი არა, მთელი საერთაშორისო საზოგადოება გადააგდო დღეს “ქართულმა ოცნებამ”. საკუთარი დანაპირები არ შეასრულა, არანაირი ზომა არ გამოიყენა რადიკალური ჯგუფების შესაჩერებლად, პირიქით, ამოაცილა, ყველა გზიდან. მაშინ როცა დეტალური გეგმა არსებობდა, როგორ უნდა მოხდენილიყო რადიკალური ჯგუფების ლოკალიზება ფესტივალის ტერიტორიიდან შორს, შესაბიმისი ზომების გამოყენებით.
მართლა ყველაფერი წუთებში მოხდა. ნამდვილად არ ველოდით მოვლენების ასეთ განვითარებას. ძლივს გამოვასწარით. ახლაც შოკურ მდგომარეობაში ვართ.
ეს არის ავტორიტარიზმისკენ ჩქარი ტემპით სიარული. ყველა ისარი შსს-სკენ! ყველა ისარი “ქართული ოცნებისკენ”- წერს ჯაყელი.
