Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რაც არ უნდა განსხვავებულად, არასწორად მიგვაჩნდეს სხვისი აზრები, არ შეიძლება, ამის გამო ჩვენ ფიზიკურად თავს ვესხმოდეთ სხვას – ეს კატეგორიულად მიუღებელია

მარშალ პრესი 08/07/2023
მიხეილ სარჯველაძე

ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, რომ შეიძლება საზოგადოებაში არსებობდნენ ჯგუფები, რომლებთანაც ვერ ვთანხმდებით, გვაქვს განსხვავებული შეხედულებები, მოსაზრებები, მათი ცხოვრების წესთან დაკავშირებით, მაგრამ არავის აქვს უფლება, საკუთარ თავს ასეთ დროს უფლება მისცეს იძალადოს საზოგადოების მეორე ნაწილზე, სხვა ადამიანზე, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ „პრაიდის ფესტივალის“ და პარალელურად დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, სახელმწიფო ყველა კანონგარეშე აქტის პრევენციას მოახდენს და კანონდარღვევაზე რეაგირებაც მკაცრი იქნება. მისი თქმით, მიუღებელია, განსხვავებული აზრის გამო, ადამიანებზე ფიზიკური ანგარიშსწორება.

„მინდა ყველამ კარგად იცოდეს, რომ ბუნებრივია, სახელმწიფო ნებისმიერი კანონგარეშე აქტის პრევენციასაც მოახდენს და მკაცრი რეაგირებაც ექნება. რაც არ უნდა განსხვავებულად, არასწორად მიგვაჩნდეს სხვისი აზრები, არ შეიძლება, ამის გამო ჩვენ ფიზიკურად თავს ვესხმოდეთ სხვას – ეს კატეგორიულად მიუღებელია. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს და მეტი თავშეკავებით უნდა მიუდგნენ განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებს.“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

Post navigation

Previous: ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესშია პრაიდების ჩატარება, არა იმიტომ რომ ლგბტ თემზე შეტკივათ გული, უბრალოდ უნდათ პროვოკაცია, დაპირისპირება და არეულობა გამოიწვიონ
Next: როცა სჭირდებათ რუსულ რესურსებსაც იყიდიან და უკრაინასაც მიაწვდიან შეიარაღებას, ეს კი ნიშნავს უკრაინის ტერიტორიაზე ომის უსასრულოდ გაგრძელების ხელშეწყობას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.