Skip to content
21/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტიორთა შორის ჩინეთი, ევროკავშირი და ინდოეთი ლიდერობენ

მარშალ პრესი 08/07/2023
რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტიორთა შორის ჩინეთი, ევროკავშირი და ინდოეთი ლიდერობენ

ჩინეთი კვლავ პირველ ადგილს იკავებს რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტიორთა შორის. ამის შესახებ წერს გამოცემა Visual Capitalist-ი სტატიაში „ვინ ყიდულობს რუსულ წიაღისეულ საწვავს 2023 წელს?“.

როგორც გამოცემის მიერ შედგენილი გრაფიკიდან ჩანს, 2023 წლის 16 ივნისისთვის ჩინეთის მიერ რუსეთიდან წიაღისეული საწვავის იმპორტის მაჩვენებელმა 30 მილიარდ დოლარს მიაღწია. ჩინეთის მიერ იმპორტირებული საწვავის 80%-ს ნედლი ნავთობი შეადგენს, რუსეთის საშუალო დღიურმა შემოსავალმა ჩინეთში წიაღისეული საწვავის იმპორტიდან 210 მილიონი დოლარიდან (2022 წელი) 178 მილიონ დოლარამდე (2023 წელი) შემცირდა, რაც დიდწილად რუსული ნედლი ნავთობის ფასის შემცირებით არის გამოწვეული.

ჩინეთის შემდეგ რუსული წიაღისეული საწვავის ყველაზე მსხვილ იმპორტიორს ევროკავშირი წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის აგვისტოს შემდეგ რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი აიკრძალა, ევროკავშირის ქვეყნებმა 18,4 მილიარდი დოლარის წიაღისეული საწვავის იმპორტი განახორციელეს, სადაც 60%-ს ნედლი ნავთობი, 40%-ს კი ბუნებრივი აირი წარმოადგენდა.

ჩინეთისა და ევროკავშირის შემდეგ ინდოეთი მოდის, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ წიაღისეული საწვავის იმპორტი თითქმის 10-ჯერ გაზარდა.

Post navigation

Previous: მიდით, მიდით გოგონებო – გიგა მაქარაშვილი ლგბტ თემის პრაიდზე დასწრებას ვერ ახერხებს
Next: დიდი ხანია ვფიქრობ, რომ კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ, თუმცა ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება მოგვცენ, არის ის, რომ ამის მერე უფრო ადვილად გაგადგმევინონ რაღაც ნაბიჯები, მაგალითად, სანქციების დაწესება რუსეთისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.