Skip to content
21/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

8 ივლისის „ივენთით“ ჟორიკა რურუა და მისი თანამზრახველნი იღებენ ფინანსურ სარგებელს და ასრულებენ მავნებლური სექტის დაკვეთას

მარშალ პრესი 07/07/2023
გია აბაშიძე

8 ივლისის „ივენთით“ გიორგი (ჟორიკა) რურუა და მისი თანამზრახველნი იღებენ ფინანსურ სარგებელს და ასრულებენ მავნებლური სექტის დაკვეთას – მეტი პოლარიზაცია საზოგადოებაში და ხელისუფლების ანტიდასავლურ ძალად წარმოჩენა – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

აბაშიძე მიიჩნევს, დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, ლისზე პროვოკაციული ღონისძიება უნდა გაუქმდეს. მისივე თქმით, აღნიშნული ტერიტორიის მფლობელების უმრავლესობა უკმაყოფილოა მათი მეწილის, გიორგი რურუას მიერ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილებით, რადგან მის მიერ მოხდა „თბილისი პრაიდზე“ ხსენებული ტერიტორიის დროებითი სარგებლობაში გადაცემა.

ამასთან, აბაშიძე სამარცხვინოს უწოდებს იმას, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი დესტრუქციულთა და მათი უცხოელი ლობისტების მარიონეტად იქცა პოლიტიკური შეწყალებებით ქვეყანაში დაძაბულობის ტალღების აგორების მცდელობებში.

„ავაზაკი გიორგი (ჟორიკა) რურუა თავის დროზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეიწყალა და საზოგადოება მაშინაც მოატყუა, რომ ვითომ დეპოლარიზაციისკენ გადადგა ნაბიჯი. სხვა პოლიტიკური შეწყალებებიც, მათ შორის პრეზიდენტისგან დღემდე აუხსნელი ნიკა გვარამიას ციხიდან გამოშვება, პოლარიზაციის ხელშეწყობაა მიზანმიმართულად. რეალობა კი ისაა, რომ სადაც ნაცსექტა პირდაპირ თუ მალულად გამოჩნდება, იქ ყოველთვის დაძაბულობის კერაა.

საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელი “თბილისი პრაიდის” ჩატარება ლისის ტბის ერთ-ერთ სივრცეში ნაცსექტის პოლიტიკურ და კომერციულ ინტერესებშია. შპს „თბილისის იპოდრომი-ს” 16.5% წილის მფლობელია გიორგი რურუა. აღნიშნული კომპანია კი არის შპს „თბილისი იპოდრომ სერვისის” 100% წილის მესაკუთრე. აღნიშნული ტერიტორიის მფლობელების უმრავლესობა უკმაყოფილოა მათი მეწილის, გიორგი რურუას მიერ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილებით, რადგან მის მიერ მოხდა „თბილისი პრაიდზე“ ხსენებული ტერიტორიის დროებითი სარგებლობაში გადაცემა.

მფლობელები ფიქრობენ, რომ აღნიშნული ღონისძიება დაკავშირებულია მრავალ რისკთან, რაც არ შეესაბამება ტერიტორიის გაქირავებით მიღებული შემოსავლის ოდენობას. ლგბტ თემზე ფარისეველი “ნაცმოძრაობა” არასოდეს ზრუნავდა და არც ზრუნავს, უბრალოდ ერთ-ერთი ინსტრუმენტია შფოთის შემოსატანად. ხალხში მორიგი დაპირისპირება სააკაშვილის რევანშისტების დღის წესრიგის ტოპ პრიორიტეტია, თემას და სფეროს არ აქვს მნიშნელობა. ამ შემთხვევაში ‘პრაიდის’ თემას იყენებენ სპეკულაციურად. 8 ივლისის „ივენთით“ გიორგი (ჟორიკა) რურუა და მისი თანამზრახველნი იღებენ ფინანსურ სარგებელს და ასრულებენ მავნებლური სექტის დაკვეთას – მეტი პოლარიზაცია საზოგადოებაში და ხელისუფლების ანტიდასავლურ ძალად წარმოჩენა. დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, ლისზე პროვოკაციული ღონისძიება უნდა გაუქმდეს! ძალიან სამარცხვინოა, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი დესტრუქციულთა და მათი უცხოელი ლობისტების მარიონეტად იქცა პოლიტიკური შეწყალებებით ქვეყანაში დაძაბულობის ტალღების აგორების მცდელობებში“ – წერს გია აბაშიძე.

Post navigation

Previous: LBGBQ+ თემის მიმართ ჟორიკა რურუას დაუფარავი მხარდაჭერა, ერთს ნიშნავს – ლადო ბოჟაძე
Next: კეთილი ინებე და აღებულ ფულთან ერთად პასუხისმგებლობა აიღე ყველა შესაძლო სცენარზე – თამთა მეგრელიშვილი გიორგი რურუას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.