Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ოზურგეთის ტექნოპარკში ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა

მარშალ პრესი 07/07/2023
FB_IMG_1688732568066

ოზურგეთის ტექნოპარკში პროფესიული უნარების სააგენტოს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივ ინიციატივით და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, პირველ მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან და პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურ დირექტორთან თამარ ქიტიაშვილთან ერთად დაესწრო.

,, გურიის რეგიონში გაიმართა საინტერესო შეხვედრა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, სადაც განხილული იქნა მათ წინაშე არსებული გამოწვევები შრომის ბაზარზე პროფესიულ კადრებთან დაკავშირებით. რეგიონში უკვე გვაქვს შესაძლებლობა სამივე მუნიციპალიტეტში პროფესიულმა სასწავლებელმა მიიღოს და გადაამზადოს კადრები შესაბამისი პროფესიებით. ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ვიქნებით ჩართულები, რათა ბიზნეს სექტორმა შეძლოს იმ სერვისებით სარგებლობა, რასაც სთავაზობს მათ სახელმწიფო“,-აღნიშნა გიორგი ურუშაძემ.

Post navigation

Previous: არ ვიცი რა ტაქტიკა აქვთ არჩეული მის უფლებადამცველებს, მაგრამ ბაჩიაშვილ გიორგის რა პოლიტიკური მრწამსი აქვს რის გამოც “დევნიან”- მემარცხენეა, მემარჯვენე თუ ცენტრისტი?
Next: საშინელი ომის პერიოდში, უკრაინაში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს ზელენსკიმ წაართვა ერთადერთი პატრონი ადგილზე, მაშინ, როდესაც საქართველოში მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებს თან ჰყვება ხელისუფლება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.