Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თუ რამე ეჭვგარეშეა, მისი სრულიად გამორჩეული ნიჭიერება და უმაღლესი კლასის დასავლური განათლებაა – გვარამია გიორგი ბაჩიაშვილზე

მარშალ პრესი 06/07/2023
ნიკა გვარამია1

თუ რამე ეჭვგარეშეა, მისი სრულიად გამორჩეული ნიჭიერება და უმაღლესი კლასის დასავლური განათლებაა – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელზე გიორგი ბაჩიაშვილზე.

გვარამია მიიჩნევს, რომ გიორგი ბაჩიაშვილისთვის ბრალის წარდგენა საინტერესო სიმპტომი და მნიშვნელოვანი ინდიკატორია ივანიშვილის თავს და მის ირგვლივ მიმდინარე პროცესების.

„გიორგი ბაჩიაშვილისთვის ბრალის წარდგენა, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო სიმპტომი და მნიშვნელოვანი ინდიკატორია ივანიშვილის თავს და მის ირგვლივ მიმდინარე პროცესების. ივანიშვილის ოლიგარქიული პირამიდის შიგნით ამ მასშტაბის (ღია) ეროზია მე არ მახსენდება.

რაც შეეხება ბაჩიაშვილს, საქმის დეტალები არ ვიცი (ჯერ), მაგრამ თუ რამე ეჭვგარეშეა, მისი სრულიად გამორჩეული ნიჭიერება და უმაღლესი კლასის დასავლური განათლებაა.
ჩემთვის, ბაჩიაშვილის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება ძალიან საინტერესოა და ბევრად ზუსტი და რელევანტური დასკვნების გაკეთების საშუალებად მივიჩნევ, ვიდრე კობახიძის სულელური კაკაფონიის ანალიზია“ – წერს ნიკა გვარამია Facebook-ზე.

Post navigation

Previous: გაბოროტებული მურმან დუმბაძე
Next: ზელენსკის გადაწყვეტილება არის მტკიცებულება იმისა, რომ სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ აზიანებს ამ ურთიერთობებს, არამედ შეურაცხყოფას აყენებს ქართულ სახელმწიფოსა და საერთაშორისო სასამართლოსაც

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.