Skip to content
30/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველო სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგება – ლევან მამალაძე

მარშალ პრესი 06/07/2023
358099523_3535644073385154_2832223276285185462_n

“საქართველო სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგება”– ამის შესახებ “სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის” ხელმძღვანელი ლევან მამალაძე წერს სოციალურ ქსელში.

“ზელენსკი-არახამიას მიზნები!

კიევში კარგა ხანია მოქმედებს საქართველოში დესტაბილიზაციის მაორგანიზებელი ცენტრი. ზელენსკი-არახამია, ცენტრის მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად აკეთებენ განცხადებებს, რომ ხელი შეუშალონ საქართველოს ევროინტეგრაციას, სტიმულირება გაუკეთონ სართვლოში მოქმედ მეხუთე კოლონას არეულობის მოწყობაში, პირდაპირ მოუწოდებენ ხელისუფლების შეცვლისკენ და ამისთვის სააკაშვილის გამოყენებასაც ააქტიურებენ.

მათი მთავრი მიზანი საქართველოში გადატრიალების მოწყობა და რადიკალების ხელისუფლებაში მოყვანაა იმისთვის, რომ პირდაპირი დაპირისპირება დაიწყოს და ფრონტი გაიხსნას რუსეთის საწინააღმდეგოდ, რასაც დასვლეთის ლიდერებიც აქტიურად უჭერენ მხარს.

ნიშანდობლივია ის, რომ საქართველოზე ზეწოლა და პროვოკაციების ორგანიზება თანხვედრილია მიმდინარე ომში წარუმატებლობასთან. მიუხედავად დასავლეთის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერისა, საქვეყნოდ გაცხადებული კონტრ-შეტევა უკრაინამ შედეგიანად ვერ განახორციელა.

ახლა კი საქართველოს გამოყენებას ცდილობენ, რომ რუსეთს უსიამოვნება შეუქმნან. „უსიამოვნება“, ვინაიდან ამაზე მეტ ზიანს საქართველო თავისი შეიარაღებული ძალებით და მცირე ტერიტორიებით, სადაც ფრონტის გახსნის ბუნებრივი საშუალებები არ არსებობს, რუსეთს ვერ შევუქმნით, მით უფრო რომ ჩვენ ნატო ზურგს არ გვიმაგრებს და შეიარაღებასაც არ გვაწვდიან!

რეალურად საქმე აქამდეც არ მივა, რადგან როგორც კი რუსეთი დაინახავს საფრთხეს სამხრეთის ფლანგიდან, რევოლუციური გადატრიალების მოწყობის და მტრულად განწყობილი ხელისუფლების მოყვანის მხრივ, ადვილად შექმნის მიზეზს, რომ დაგვბომბოს და თბილისში ტანკები შემოიყვანოს, დაიკავოს ფოთი, ბათუმი და სტრატეგიული ცენტრები. ეს ის საფრთხეა, რამაც რეალურად შეიძლება დაგვაკარგინოს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი!

რუსეთ კი პასუხს არავინ გასცემს და ამოწურულ სანქციებსაც ვერაფერს დაუმატებენ. დასავლეთი აღშფოთდება, ზელენკისთან ერთად შეჰყვირებენ, რომ რუსეთი აგრესორია და ასე ჩაივლის ყველაფერი.

საქართველოს მოქალაქეები პრინციპულები უნდა ვიყოთ, რომ მეხუთე კოლონას და უცხოელ არაკეთილმოსურნეებს არ მიეცეთ საშუალება, მოსპონ ჩვენი სამშობლოს არსებობა და მომავალი.

დასავლეთს თუ უნდა რომ ეს არ მოხდეს, თამაშს თავი უნდა გაანებოს და საქართველოს არა ევრო კანდიდატის სტატუსით ევაჭროს, არამედ ევრო კავშირში მიღება უნდა დააჩქაროს. ყველა სხვა ვარიანტი, მხოლოდ რუსეთის გავლენას გაზრდის კავკასიის რეგიონში!”- წერს ლევან მამალაძე.

Post navigation

Previous: ამ ცემა-ტყეპას რომ ვუყურებ, დაახლოებით წარმომიდგენია, ხალხი ნაცებს და იმ ოპოზიციის წარმომადგენლებს რას უზამს, თუ კანდიდატის სტატუსი კიდევ არ მოგვანიჭეს, უსამართლოდ
Next: გაბოროტებული მურმან დუმბაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.