Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

წარმატებით ჯერჯერობით უკრაინის განადგურებას ახერხებთ – თამარ ჩიბურდანიძე არახამიას

მარშალ პრესი 06/07/2023
თამარ ჩიბურდანიძე

„იმათ გასაგონად მსურს, ვთქვა, ვისაც არახამიას და მისნაირი ავანტიურისტების სჯერა, იცით მაინც, ვინ არის ეს კაცი?! რა გაუკეთებია საქართველოსთვის? ერთი ღამე თუ მაინც უფიქრია ჩვენს ქვეყანაზე, თუ სამშობლოდ თვლის საერთოდ საქართველოს?“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, არახამიას სამშობლო უკრაინაა და ზელენსკის გუნდთან ერთად დღემდე წარმატებით ანადგურებს.

„მრცხვენია, რომ დავით არახამიასა და ირაკლი კობახიძეზე ერთდროულად მიწევს საუბარი. როგორ შეიძლება, ეს უსამშობლო კაცი კობახიძეს შევადარო?! არც ვადარებ, ამას ნამდვილად არ ვაკადრებ ირაკლის, უბრალოდ, იმათ გასაგონად მსურს, ვთქვა, ვისაც არახამიას და მისნაირი ავანტიურისტების სჯერა, იცით მაინც, ვინ არის ეს კაცი?! რა გაუკეთებია საქართველოსთვის? ერთი ღამე თუ მაინც უფიქრია ჩვენს ქვეყანაზე, თუ სამშობლოდ თვლის საერთოდ საქართველოს?

კითხვას ფორმალურად ვსვამ, თორემ ვიცი, ამაზე პასუხი არა აქვთ. პასუხი ერთადერთია: არახამიას სამშობლო უკრაინაა და ზელენსკის გუნდთან ერთად დღემდე წარმატებით ანადგურებს. რუსეთი რომ ოკუპანტია და დამპყრობელი, ეს ჩვენ უკეთესად ვიცით, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ სწორედ არახამია და მისი მთავრობა რუსეთთან ერთად საკუთარი ხალხის ოკუპანტები თავად აღმოჩნდნენ.

სწორედ ამას ვერ აპატიებენ საქართველოს ხელისუფლებას და უშუალოდ მათ რისხვას ირაკლი კობახიძეს. მათ რუსეთს საშუალება მისცეს, უკრაინა მიწასთან გაესწორებინა, ირაკლი კობახიძემ და მთავრობამ კი რუსეთს საშუალება არ მისცეს, საქართველოში ერთი ტყვია გაესროლათ, რისი ინტერესიც თავად უკრაინის მხრიდან ძალიან დიდი იყო.

ვერ გახსნეს მეორე ფრონტი საქართველოში და სამაგიეროდ გაუხსნეს ცეცხლი საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა უშედეგოდ. მათი გამწარებული კაცის საქციელით ვერც ირაკლი კობახიძის სიმშვიდეს და ვერც საქართველოს მშვიდობიან განვითარებას ვერ დაარღვევენ“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: ბატონი არესტოვიჩი, გონჩარენკო და პოდოლიაკი აქტიურად მოუწოდებდნენ საქართველოს ომში ჩართვისკენ, ბოლოს კი ეს ყველაფერი ბატონმა დანილოვმა დააგვირგვინა
Next: დავით არახამია იმიტომ არის უსამშობლო, რომ უნდა საქართველო ომის უბედურებისთვის გაიმეტოს-სანქციების დაწესებით ემუქრება ქვეყანას და სისხლიანი გადატრიალების სცენარს ხელმძღვანელობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.