Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს ყველაფერი არის გუნდურობისა და ძალიან დიდი შრომის შედეგი – დავით კაჭარავა

მარშალ პრესი 06/07/2023
დავით კაჭარავა

„ეს ყველაფერი არის გუნდურობისა და ძალიან დიდი შრომის შედეგი. როგორც, ბიჭების მოედანზე თამაშის დამსახურებაა, ასევე, ჩვენი დიდი მოთამაშეების კავშირის, ვინც დღევანდელ დღემდე რაგბი მოიტანა.“, – ამის შესახებ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წევრმა, რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე დავით კაჭარავამ განაცხადა.

მან ქართული რაგბის წარმომადგენლებსა და გულშემატკივრებს მნიშვნელოვანი წინსვლა მიულოცა.

„ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც წლების მანძილზე გვერდში გვიდგანან და დღევანდელ დღეს გულმოდგინედ და ემოციურად ელოდებოდნენ, მინდა ყველაფერი მოვულოცო.“, – აღნიშნა დავით კაჭარავამ.

ცნობისთვის, საქართველო ევროთასების ტურნირზეა. „შავი ლომი“ პირველი ქართული პროფესიული კლუბი ხდება, რომელიც ევროპის „ჩელენჯ“ თასზე ითამაშებს. ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის ადმინისტრაციამ ის ცნობილ ევროპულ გუნდებს შორის გამოარჩია და წელს ტურნირზე მიიწვია. გადაწყვეტილებას წინ საქართველოსა და ევროპის რაგბის კავშირს შორის ინტენსიური ერთწლიანი მოლაპარაკება უძღოდა.

Post navigation

Previous: არახამია, შე ნაძირალა – შენნაირების გამო 15 მილიონი უკრაინელი საკუთარ სახლში აღარ ცხოვრობს – ლევან ნიკოლეიშვილი
Next: ბატონი არესტოვიჩი, გონჩარენკო და პოდოლიაკი აქტიურად მოუწოდებდნენ საქართველოს ომში ჩართვისკენ, ბოლოს კი ეს ყველაფერი ბატონმა დანილოვმა დააგვირგვინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.