IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„დღეს რადიკალური ოპოზიცია გარდაიქმნა კრიმინალურ ოპოზიციად – ისეთ „მეჯიჯ-ბოქსებს“ ახმოვანებენ და ისეთ პირობებს აყენებენ. ამის პირველი მტკიცებულებაა გიორგი რურუას საკითხზე „ჩამოკიდება“. ეს პირობის ნაწილი ნამდვილად არ იყო. მეორე ის, რომ საერთოდ გავიდნენ 8 მარტის შეთანხმებიდან, საზოგადოებრივი კონსენსუსიდან“, – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მამუკა მდინარაძე.

„კრიმინალური ოპოზიციის გზა უკვე არჩეულია და ამას ჰქვია დესტრუქცია. დემოკრატიული, მაღალი ხარისხის არჩევნების შედეგები იქნება ისეთი, როგორიც მათ ნამდვილად არ მოეწონებათ. ოპოზიცია ყალიბდება კრიმინალურ ოპოზიციად, რომლის ბოლო არის საზოგადოებისგან დასჯა. ოპოზიცია თავად არის კრიმინალური მენტალობის, ოპოზიცია თავად აგებს გეგმებს დესტრუქციაზე, ოპოზიცია მთავარ საკითხად თავად აყენებს გიორგი რურუას საკითხს საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებებისა და საქართველოს მომავლის საპირწონედ, სადაც საზოგადოებრივი კონსენსუსი არსებობს, რომ ეს მოდელი გაცილებით სჯობს იმას, რითაც უნდა ჩატარებულიყო არჩევნები. როდესაც სასწორის ერთ მხარეს გიორგი რურუა, ასეთი წარსულის მქონე ადამიანი დევს, როგორც – ვითომ პოლიტპატიმარი, ოპოზიციის მიერ დარქმეული სტატუსით – პოლიტპატიმარი, თორემ რეალურად, როგორი პოლიტპატიმარია, ალბათ, საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა იცის, მაშინ თვითონ ყალიბდება ოპოზიცია კრიმინალურ ოპოზიციად, რომლის ბოლო არის საზოგადოებისგან დასჯა. კრიმინალებს, ზოგადად, სჯის სახელმწიფო, კრიმინალურ ოპოზიციას სჯის ხალხი“ -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი მეორე მოსმენით უყარეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 115-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 119-მა დეპუტატმა.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება