Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • საზოგადოება

მომავალში სიფრთხილისაკენ მოვუწოდოთ მას და ყოველთვის ახსოვდეს – იუდა ისკარიოტელი უფლის უშუალო და უახლოეს წრეს განეკუთვნებოდა

მარშალ პრესი 06/07/2023
დავით ქართველიშვილი

„იმ პოტენციურად ეჭვმიტანილ ძალთა სია, ვის მოტივაციაშიც შედის ფატალური შედეგის დადგომა – ძალზე “ვიწროა”, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ პატრიარქის მოსაყდრეს, მეუფე შიოს დროთა განმავლობაში წამლავდნენ. ქართველიშვილის თქმით, დიდი ალბათობით, ამ შემთხვევაშიც ვერ გავიგებთ კონკრეტული შემკვეთის ვინაობას, ვინ დგას ამ სავარაუდო დანაშაულის უკან.

„ჯერ პატრიარქი, მერე მისი მდივან-რეფერენტი, ახლა პატრიარქის მოსაყდრე…შემდეგი ვინაა? არადა, იმ პოტენციურად ეჭვმიტანილ ძალთა სია, ვის მოტივაციაშიც შედის ფატალური შედეგის დადგომა, ძალზე “ვიწროა”.

ჩვენ, ტრადიციისამებრ, ამ შემთხვევაშიც, დიდი ალბათობით, ვერ გავიგებთ კონკრეტული შემკვეთის ვინაობას. უბრალოდ ვილოცოთ მეუფე შიოს ჯანმრთელობისთვის, მომავალში სიფრთხილისაკენ მოვუწოდოთ მას და ყოველთვის ახსოვდეს: იუდა ისკარიოტელი უფლის უშუალო და უახლოეს წრეს განეკუთვნებოდა, როგორც მზაკვრობის განმხორციელებელი. ხოლო დამკვეთი ვინაა, თანამედროვე “სინედრიონის” სახით, უდანაშაულობის პრეზუმპციის პრინციპიდან გამომდინარე, აქ ვარაუდების დონეზეც კი ვერ დავწერ…“ – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: შენ რომ პუტინის და პრიგოჟინის კონფლიქტში რომელიმე მხარეს იჭერ, უბრალოდ დებილი ხარ, არაფერი გესმის
Next: უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ საუბრობდა უმაღლეს დონეზე, თუ რა უნდათ საქართველოსგან, ისინი პირდაპირ მოგვიწოდებდნენ მეორე ფრონტისკენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.