საზოგადოებამ უნდა განსაჯოს, რა ფასი აქვს მის პოლიტიკურ სიტყვას, ვვარაუდობ, რომ ის ამნისტიის კანონსაც დათანხმდება – გიორგი ამილახვარი ნიკა მელიაზე

294
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ამილახვარი “დღის კურიერის” ეთერში აცხადებს, რომ საზოგადოებამ უნდა განსაჯოს, რა ფასი აქვს ნიკა მელიას პოლიტიკურ სიტყვას.

“საზოგადოებამ უნდა განსაჯოს თუ რა ფასი აქვს მის პოლიტიკურ სიტყვას, მის პოლიტიკურ კეკლუცობას, როდესაც ის ამბობდა, “არ გადავიხდი და ვერ დამიჭერენ” – და დაიჭირეს. შემდეგ ის ამბობდა, რომ “არ გადავიხდი გირაოს”, მაგრამ მოუწია გირაოზე დათანხმება და გამოდის საპატიმროდან და მე ვივარაუდებ, რომ ის ამნისტიის კანონსაც დათანხმდება,” – განაცხადა გიორგი ამილახვარმა

კომენტარები
რეკლამა
მოწონება