Skip to content
30/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უკატეგორიო

ცინიზმის მწვერვალია, როცა პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას ამართლებენ, თითქოს ეს არის დეპოლარიზაციისთვის გადადგმული ნაბიჯი

მარშალ პრესი 05/07/2023
შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ცინიზმის მწვერვალია, როდესაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებას ამართლებენ, თითქოს ეს არის დეპოლარიზაციისთვის გადადგმული ნაბიჯი.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დეპოლარიზაციასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

„როგორც გუშინ შევიტყვე, ის (ნიკა გვარამია) არის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, რომელიც მასთან შევიდა. ამიტომ, აღარ გვინდა ამაზე საუბარი. სიყალბის თეატრი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით დაიდგა, ეს კიდევ სხვა არის. უბრალოდ, ერთი რამ მინდა ვთქვა, არანაირი კავშირი არ აქვს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დეპოლარიზაციასთან. ამიტომაც არის ჩემი აზრით ის, რომ მას არც ერთხელ თავად არ უხსენებია ეს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მასზე ზეწოლას ახდენდა, რომ შეეწყალებინა. ზუსტად ამას გაუსვა ხაზი შეწყალების შემდეგ, რომ ეს იყო დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი. აღმოჩნდა, რომ ეს არის კიდევ ერთხელ ქართული საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა. ეს არის ცინიზმის მწვერვალი, როდესაც ამ შეწყალებას ამართლებენ, თითქოს ეს არის ნაბიჯი დეპოლარიზაციისთვის. თუკი ვინმემ წვლილი შეიტანა ქართული პოლიტიკური ელიტის პოლარიზაციაში, ერთ-ერთი გახლდათ სწორედ ის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: მაკფოლი ამბობს, რომ არ სჯერა, რომ საქართველოში სანქციებისგან თავის არიდებას ადგილი არ აქვს – ნუ, ვისაც გვჯერა გაგვატარეთ
Next: სამი ომი აქვს გამოვლილი, თუ ვინმეს ნაომარი აქვს რუსეთთან, ჩვენ ვომობდით და დღეს რომ ყველა თბილად არის დაფარული ნატო-ს ქოლგით და მორალისტური პოზიციებიდან გვესაუბრებიან, ამაზე ჩვენი პასუხი გვექნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.