IMG.GE IMG.GE

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმება აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებას ბათუმში, გამოჩენილი ქართველი კინოდრამატურგის, სულიკო ჟღენტის სახელობის კინომუზეუმის შექმნის შესახებ.

„ბათუმი, როგორც კინომწარმოებლებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველი ქალაქი, ნამდვილად იმსახურებს, ჰქონდეს კინომუზეუმი და სიმბოლურია, რომ აღნიშნული მუზეუმი ბათუმის მკვიდრის, სულიკო ჟღენტის სახელობის იქნება. მით უფრო, რომ იგი ბათუმის საპატიო მოქალაქეცაა.

დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული მუზეუმი მრავალფეროვნებას შემატებს ბათუმისა და ზოგადად, საქართველოს კულტურულ ცხოვრებას“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება