Skip to content
18/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საზოგადოებამ უნდა მოახერხოს მშვიდობიანი გზით აღკვეთოს “ლგბტ” ტერორიზმი ქვეყანაში – მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი

მარშალ პრესი 04/07/2023
მეუფე გიორგი

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) “პრაიდის კვირეულს” სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ “ლგბტ” მოძრაობა და სხვადასხვა ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან უცხო ქვეყნებიდან, ცდილობენ ჩვენს საზოგადოებაში გააჩინონ მიმღებლობა გაუკუღმართებული ცხოვრების წესისა.

როგორც ეპისკოპოსი აღნიშნავს, მათ არ უნდა მიეცეთ საშუალება ჩაატარონ ეგრეთ წოდებული ღონისძიება არც ლისის ტბაზე, არც ბაზალეთის და საერთოდ არცერთ კუთხეში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში.

“აღმაშფოთებელია, რომ მრავალი წლის განმავლობაში ”ლგბტ” მოძრაობა და სხვადასხვა ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან უცხო ქვეყნებიდან, ცდილობენ ჩვენს საზოგადოებაში გააჩინონ მიმღებლობა გაუკუღმართებული ცხოვრების წესისა. მათ გადაწყვეტილი აქვთ რვა ივლისს,ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, პროპაგანდირება მოახდინონ ღვთისათვის საძულველი და განმამწარებელი სოდომიტური ცოდვისა, რისთვისაც აღიგავა პირისაგან მიწისა ქალაქები – სოდომი და გომორი. მათ არ უნდა მიეცეთ საშუალება ჩაატარონ ეგრეთ წოდებული ღონისძიება არც ლისის ტბაზე, არც ბაზალეთის და საერთოდ არცერთ კუთხეში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში. მათი სამიზნეები არიან ჩვენი შვილები და მომავალი თაობა. საზოგადოებამ უნდა მოახერხოს მშვიდობიანი გზით აღკვეთოს “ლგბტ” ტერორიზმი ქვეყანაში!
გიორგი – ეპისკოპოსი მარნეულის და ჰუჯაბისა”- წერს ეპისკოპოსი გიორგი.

Post navigation

Previous: მიხეილ სააკაშვილი უკვე წარსულია, მისი პოლიტიკური რეაბილიტაცია პრაქტიკულად შეუძლებელი და ის სერიოზულობას უკვე სცილდება
Next: ვანო მერაბიშვილის ცემის კადრები ვრცელდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.